დღის წესრიგის განსაზღვრა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Agenda Setting

პროცესი, რომლის დროსაც სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისა და საშუალებების (ფორმალური და არაფორმალური) გამოყენებით კონკრეტული იდეები ან პრობლემური საკითხები განისაზღვრება როგორც პრიორიტეტული, რათა შემდგომში აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, საკანონმდებლო ორგანომ ან სასამართლომ განიხილოს და დაიწყოს მათ მოგვარებაზე ზრუნვა. დღის წესრიგის განსაზღვრის პროცესი ხშირად მოიცავს მასმედიის ინტენსიურ გამოყენებას, რათა მხარდაჭერის ნაკლებობის მქონე ან საზოგადოებისათვის უცნობი საკითხები საჯარო განხილვის თემა გახდეს. ეს, თავი მხრივ, ზრდის ადამიანთა რაოდენობას, რომელიც ამ პრობლემით ინტერესდება, რათა შემდგომში საჯარო ინსტიტუტები (საჯარო დაწესებულებები, იქნება ეს ქალაქის მერია თუ საპარლამენტო ორგანო), იძულებული გახდეს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ პრობლემების გადასაჭრელად. 

დღის წესრიგის განსაზღვრის მაგალითად შესაძლებელია დასახელდეს1955 წელს მონტგომერში, ალაბამას შტატში მომხდარი ფაქტი, როცა აფრო-ამერიკელი ქალბატონი როზა პარკსი (Rosa Parks) დააპატიმრეს მხოლოდ იმის გამო, რომ უარი განაცხადა ავტობუსში ფერადკანიანთათვის განკუთვნილი ადგილი დაეკავებინა. აღნიშნული ქმედებით როზა პარკსი ფერადკანიანთა დისკრიმინაციის პრობლემის საზოგადოებრივ დღის წერიგში ჩასმასა და ამ პრობლემის მიმართ საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობას შეეცადა. როზა პარკსის მიერ წამოწყებულმა ამ აქტივობამ და სამართალდამცავ ორგანოებთან შექმნილმა ამ კონფრონტაციამ თანამედროვე სამოქალაქო უფლებების მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი. მარტინ ლუთერ კინგ უმცროსმა შემდეგში აღნიშნული ინციდენტი და არაძალადობრივი კონოფრონტაციის ეს ტაქტიკა შეერთებული შტატებში სამხრეთის სეგრეგაციონისტული პოლიტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენა, რათა საზოგადოებაში შესაბამისი სიმპათია და მხარდასაჭერის გრძნობა გამოეწვია; ამ სტრატეგიამ სამოქალაქო უფლებების შესახებ მნიშვნელოვან კანონმდებლობას გაუკვალა გზა. როცა არაძალადობრივმა დემონსტრაციებმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, ეს მხოლოდ უკეთესობისაკენ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა, რადგან გამოიწვია მომხდარის ტელევიზიით გაშუქება და უზრუნველყო საკითხის მიმართ მასშტაბური აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა.

1980 წელს, აბორტის მოწინააღმდნეგე (მოძრაობა სახელწოდებით „ემბრიონის სიცოცხლისათვის“) აქტივისტთა ჯგუფებმა აბორტის აკრძალვის მოთხოვნით და დღის წესრიგში ჩასმის მიზნით დაიწყეს სამედიცინო პუნქტებთან მობილიზება, რათა ამ საკითხისადმი საზოგადოებრივი ცნობიერება აემაღლებინათ. ეს დემონსტრაციები ასევე ხშირად სპონტანურად ძალადობის შემცველი ხდებოდა და, აქედან გამომდინარე, უკეთესად გაშუქებადი მასმეედით. ნათელია, რომ „არაძალადობრივი“ დემონსტრაციები, რომლებიც ძალადობრივ ფორმაში გადაიზრდება, უფრო მეტი ალბათობით, შესაძლებელია,  მოხვდეს ახალი ამბების გამოშვებაში. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: