პოზიტიური დისკრიმინაცია [საჯარო პოლიტიკა და მართვა]

Affirmative Action

ტერმინი პირველად გამოიყენა პრეზიდენტმა ჯონ ფ. კენედიმ 1961 წლის აღმასრულებელი ხელისუფლების 10925-ე დირექტივაში, რომელიც „ხელოვნური ბარიერების“ გაუქმებას გულისხმობდა ქალებისა და უმცირესობაში მყოფი ჯგუფის წარმომადგენლის სამსახურში აყვანასთან დაკავშირებით. დღეს ამ ტერმინში მოაზრება ჯერ კიდევ არსებული ხელმოკლე ჯგუფებისათვის საკომპენსაციო შესაძლებლოების შეთავაზება, რაც გულისხმობს სპეციფიკური ქმედებების გატარებას მათი ჩართულობის გაზრდის, დაქირავებისა და კვალიფიციური წევრების დაწინაურების მიზნით, რათა აღმოიფხვრას წარსულში არსებული დისკრიმინაციის დღევანდელი ეფექტი. 

აგრეთვე იხილეთ: აფირმაციული ქმედება, გენდერი.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: