ესთეტიკური ფაშიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Aesthetic Fascism

ტერმინი „ესთეტიკური ფაშიზმი“, ზოგადად, აღნიშნავს ადამიანის გარეგნული სილამაზის მიხედვით შეფასების ტენდენციას, რასაც ყოველთვის საფუძვლად უდევს სილამაზის კონკრეტული, კულტურულად და ისტორიულად სპეციფიკური სტანდარტები. ეს სტანდარტები, როგორც წესი, გაბატონებულია მოცემულ კულტურაში და ძლიერ განსაზღვრავს ადამიანის მიერ როგორც სხვების, ისე საკუთარი ღირებულების აღქმას. ამასთან, ეს სტანდარტები, როგორც წესი, ქალებისათვის განსაკუთრებით მკაცრია და ფაქტობრივად მიუღწეველია; მათი შესრულებისკენ სწრაფვა გულისხმობს დიდძალ ფიზიკურ, ემოციურ და ფინანსურ დანახარჯებს. თანამედროვე სამყაროში ვიზუალური ხატების არნახული მასშტაბით რეპროდუქცია და გავრცელება (სარეკლამო ბანერებით, ჟურნალ-გაზეთებით, ტელევიზიით და ა. შ.) იწვევს სილამაზის ძალიან შემზღუდველი კონცეფციის სულ უფრო საყოველთაოდ გაბატონებას. ამას ემატება სარეკლამო და შოუბიზნესში ვიზუალური ხატების (ძირითადად, ფოტოების) კომპიუტერული ტექნოლოგიებით რეტუშირების პრაქტიკა, რის გამოც გაბატონებული სტანდარტები პირდაპირი მნიშვნელობით მიუღწეველი და არარეალისტური ხდება ადამიანთა უმრავლესობისთვის.

ზოგიერთ კონტექსტში „ესთეტიკური ფაშიზმი“ გამოიყენება მონათესავე, მაგრამ უფრო ვიწრო მნიშვნელობით, რომელიც აღნიშნავს ფაშისტური რეჟიმებისა და იდეოლოგიების მიერ იდეალური მოქალაქის სავალდებულო კრიტერიუმებში გარეგნული სილამაზის კონკრეტული სტანდარტების ჩართვას („რასის“, „ეთნოსის“, „სისხლისა“ თუ სხვა წარმოსახული კრიტერიუმების გვერდით). 

იხილეთ, აგრეთვე: სილამაზის სტანდარტები, ანორექსია

***  

გამოყენებული ლიტერატურა:

Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.

Malti-Douglas, F. (Ed). (2007). Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale

Pilcher, J. and I. Whelehan. (2004). Fifty Key Concepts in Gender Studies, London: SAGE. Publications.

კატეგორია: 
ავტორები: