ადმინისტრაციული საქმის წარმოების აქტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Administrative Procedure Act (APA)

ძირითადი კანონი, რომელიც შეერთებულ შტატებში ფედერალური სააგენტოების საქმიანობას განსაზღვრავს სააგენტოს მომხმარებლებთან, უპირველეს ყოვლისა კი,  მოსახლეობასთან მიმართებაში. ადმინისტრაციული საქმის წარმოების აქტი აკონკრეტებს პირობებს, რომელთა მიხედვით, ადმინისტრაციული უწყებები: 1) თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ახდენენ; 2) ადგენენ სააგენტოების კონკრეტული, ახალი საკანონმდებლო ინიციატივებისა და რეგულაციების ფართო საზოგადოებრივი განხილვის რეჟიმში შეთავაზების წესებს; 3) მონაწილეობენ საბოლოო გადაწყვეტილების შეთანხმების პროცესში და 4) განსაკუთრებულ შემთხვევებში, აწყობენ არაფორმალურ სასამართლო განხილვებს მოწინააღმდეგე მხარეთა პოზიციებისა და არგუმენტების მოსასმენად და ამის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. აქედან გამომდინარე, სამთავრობო უწყებები მუშაობას იწყებენ გარკვეული საკანონმდებლო მანდატით, ასაჯაროებენ საკუთარ ინიციატივებს, მაქსიმალურად ახალისებენ დაინტერესებული ჯგუფებისა და რიგითი მოქალაქეებისგან კონკრეტულ შენიშვნებსა და კომენტარებს, რომელთა გათვალისწინების საფუძველზეც ხორციელდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

ადმინისტრაციული საქმის წარმოების აქტი მოითხოვს, რომ წესები ძალაში შესვლამდე 30 დღით ადრე მაინც უნდა გამოქვეყნდეს ფედერალური მთავრობის სპეციალურ რეესტრზე ელექტრონული ფორმით და სააგენტოებმა უნდა უზრუნველყონ დაინტერესებული მხარის უფლება - გაასაჩივრონ წესის გამოცემა, მასში შესწორების შეტანა ან გაუქმება. ასევე, ადმინისტრაციული საქმის წარმოების აქტი აყალიბებს კომენტარების გაკეთების პროცედურას და შეტყობინებისათვის საჭირო დროს. ის  ადმინისტრაციული წესების შემქმნელებს ანიჭებს იმავე პრეროგატივებს, რომლებიც კანონმდებლებს აქვთ საკანონმდებლო აქტთან მიმართებაში, ვიდრე ამოქმედებული წესი შესაბამისობაში არ მოვა უფლებამოსილების მიმნიჭებელ საკანონმდებლო აქტთან.

ადმინისტრაციული საქმის წარმოების აქტი არ აწესებს მკაცრად განსაზღვრულ ვადებს კომენტარების მისაღებად. როგორც წესი, ეს პერიოდი 30-60 დღის განმავლობაში მერყეობს. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა არასაკმარისი კომენტარების პირობებში შესაბამის უწყებას ხელახლა გამოუქვეყნებია წარდგენილი ინიციატივა რეესტრზე. ადმინისტრაციული საქმის წარმოების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები გამომდინარეობს ინფორმაციის თავისუფლებისა და პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის აქტიდან. მიუხედავად იმისა, რომ მასში სააგენტოს ცნება ფართო სახით არის ფორმულირებული და ნებისმიერი დონის სამთავრობო აღმასრულებელ ორგანოებს გულისხმობს, ის არ მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოფისს. თუცა, არსებობს განწყობა, რომ შეერებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოების აქტით ნაგულისხმევ ვალდებულებათა პრეზიდენტზე გავრცელების საშუალებაც. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის ისეთი სფეროები, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა, ნაკლებად ექვემდებარება ადმინისტრაციული საქმის წარმოების აქტს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: