ორგანიზაციის ფუნდამენტური ღირებულებების ამსახველი წესები და პროცედურები. დოქტრინები და ღირებულებები შეიძლება იყოს გაცხადებული ან არა, გააზრებული ან გაუაზრებელი, მაგრამ ისინი ყოველთვის არსებობს. არც ერთი სამთავრობო პროგრამა არ არის ეფექტური სახელმძღვანელო დოქტრინის და მისი იმპლემენტაციისათვის საჭირო შესაბამისი ქცევითი ტექნიკების დაზუსტების გარეშე. პირველი ადმინისტრაციული დოქტრინა ნაკლებად ჰუმანურად გამოიყურებოდა და სამხედრო სისასტიკის დაშვებადობაზე აკეთებდა აქცენტს: „გააკეთე ან მოკვდი.“ მართლაც, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ოფიცრები იარაღს ატარებდნენ, იყო ის რომ ესროლათ დაქვემდებარებულთათვის თუ ისინი არასაკმარისი ენთუზიაზმით მოეკიდებოდნენ განკარგულების შესრულებას. დოქტრინის უფრო გათანამედროვებული ვერსიის მაგალითია ჰენრი ფორდის (Henry Ford, 1863-1947) ცნობილი გამონათქვამი: „ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ ადამიანებისგან, რომ მათ თავიანთი საქმე გააკეთონ“. ფორდი გულისხმობდა, რომ დაქირავებული, რომელიც თავის საქმეს არ შეასრულებდა, უნდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press