სუბიექტური განსჯის უფლება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსებულ ალტერნატიულ ვარიანტებს შორის არჩევანის კეთების პროცესი, რომელიც კანონით, საპროცესო ნორმებით და სხვა სამართლებრივი აქტებით აქვთ მინიჭებული თანამდებობის პირებს. ასეთი უფლება/ნება/თავისუფლება ვარირებს შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს ყოვლისმომცველი პრიორიტეტების განსაზღვრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე იმასთან დაკავშირებით, უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა თითოეული მთხოვნელი და რამდენად. მნიშვნელოვანია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის მატერიალური შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ამასთან, დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი, მისთვის კანონმდებლობით ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება, საბოლოო ჯამში, შედეგად მოჰყვეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა და აღნიშნული უფლებამოსილების რეალიზებაში მისთვის დაბრკოლებების შექმნა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press