ადმინისტრაციული ანგარიშვალდებულება

Error message

  • Notice: Trying to access array offset on value of type int in element_children() (line 6609 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).

  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Administrative Accountability

ადმინისტრაციუილი ანგარიშვალდებულება არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც საჯარო მოხელეს ავალდებულებს პასუხი მოეთხოვებოდეს, როგორც სპეციფიკური სამართლებრივი მანდატის შესრულებისას, ასევე ისეთი ზოგადი ფასეულობების დაცვის დროს, როგორებიცაა დემოკრატია და მორალურობა. ადმინისტრაციული ანგარიშვალდებულების ორი საბაზისო მიდგომა პირველად განსაზღვრულ იქნა პოლიტიკის ორი მკვლევრის კარლ ჯ. ფრიდრიხისა (Carl J. Friedrich -1901-1984) და ჰერმან ფინერის (Herman Finer - 1898-1969) მიერ. კ.ფრიდრიხი  მიიჩნევდა, რომ ადმინისტრაციული ანგარიშვალდებულების განმტკიცება მხოლოდ შიდა საზედამხედველო რესურსების გამოყენებითაა შესაძლებელი, რაც, მისი აზრით, მიიღწევა  პროფესიული სტანდარტებითა და ქცევის წესებით, რადგან თანამედროვე პოლიტიკის ზრდადი კომპლექსურობა ბიუროკრატებისაგან პოლიტიკის სფეროში სიღრმისეულ  ექსპერტიზას და განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს. ფ.ფინერი, თავის მხრივ, ფიქრობდა, რომ ადმინისტრაციული ანგარიშვალდებულება შენარჩუნდება მხოლოდ გარე საზემხედველო რესურსების ჩარევის საფუძველზე, საკანონმდებლო ან საზოგადოებრივი კონტროლით,  რადგან შიდა კონტროლის მექანიზმები აუცილებალად მიგვიყვანდა კორუფციამდე. 

ადმინისტრაციული ანგარიშვალდებულება აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ სავალალო შედეგები. ანგარიშვალდებულების შედეგად იზრდება გამჭვირვალობა, ნდობა, ჩნდება რწმენა და ა.შ. ანგარიშვალდებულება მოიცავს პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის პროცესს  უფლებამოსილებებისა და კონტროლის მექანიზმების დელეგირების გზით, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ საქმიანობას და დაწესებულების მიზნების მიღწევას კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად არსებული რესურსების პროდუქტიული მართვის შედეგად. პასუხისმგებელი პირი აღებული პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების ფარგლებში ანგარიშვალდებულია ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე. შეიძლება ითქვას, რომ ანგარიშვალდებულების ერთიანი განმარტება არ არსებობს; სხვადასხვა პოლიტიკური სისტემა, კულტურა თუ ხალხი ამ ცნებაში სხვადასხვა რამეს გულისხმობს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ანგარიშვალდებულებაზე, აუცილებელია მივუთითოთ, რა სივრცეში განვიხილავთ მას. ანგარიშვალდებულების მრავალი განმარტება არსებობს, მაგრამ ყველა მათგანს აერთიანებს საერთო რამ - ესაა მომართული მზერა. იგი წარმოადგენს სხვადასხვა ვალდებულების მქონე პირებისადმი მოწოდებას - ახსნან საკუთარი ქმედებები და გადაწყვეტილებები. ანგარიშვალდებული პირები უნდა დაეთანხმონ შესაბამისს სანქციებსა და მითითებებს. ანგარიშვალდებულება გულისხმობს იმას, რომ პასუხს აგებ საკუთარ ქმედებაზე, მზად ხარ იმისთვის, რომ მოსალოდნელია ქმედების განხილვა და სიღრმისეული კვლევა. ინდივიდუალური ანგარიშვალდებულება პროფესიული მოთხოვნილებების, პერსონალური ეთიკური სტანდარტებისა და ქცევის წესების, სოციალური ნორმების და ა.შ. საშუალებით ხორციელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ანგარიშვალდებულებას თავისი საზღაური აქვს. ეს საზღაური გულისხმობს სხვადასხვა დანიშნულების ხარჯს, პროტოკოლებს, ფართო დოკუმენტაციას და ა.შ. საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისთვის გაწეული ზემოთ აღნიშნული ხარჯი არ არის საკმარისი დემოკრატიული მმართველობის გამჭირვალობის დემონსტრირებისთვის.

საჯარო ადმინისტრატორები დგანან რენტაბელური სერვისების მიწოდების აუცილებლობის წინაშე, რომლებმაც, ამასთანავე, უნდა დააკმაყოფილონ საჭირო ანგარიშვალდებულების მოთხოვნებიც.

ანგარიშვალდებულებაზე საუბრისას შეგვიძლია, გამოვყოთ სუბიექტური და ობიექტური ანგარიშვალდებულება. ობიექტური ანგარიშვალდებულება დაკავშირებულია ინფორმაციის მიწოდებასთან, ასევე განხორციელებულ ქმედებებთან, ხოლო სუბიექტური - მორალურ საკითხებთან, რომელიც კავშირშია პასუხისმგებლობასთან. აქედან გამომდინარე, ობიექტური პასუხისმგებლობა გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორესადმი ანაგარიშვალდებულებას და, ამასთანავე, პასუხისგებას საკუთარ მოქმედებაზე. სუბიექტური ანაგრიშვალდებულება კი უმთავრეს აქცენტს სვამს  განხორციელებულ ქმედებებზე, თუმცა, ამავდროულად, ითვალისწინებს მორალურ ღირებულებებსაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სუბიექტური ანგარიშვალდებულების არსებობისას, იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება მონიტორინგი, ირთვება მორალური ღირებულებები.

ანგარიშვალდებულება - ეს არის იმ ტიპის ურთიერთობა, რომლის დროსაც ერთი მხარე თავს ვალდებულად თვლის ინფორმაცია მიაწოდოს მეორე მხარეს, ახსნას ან გაამართლოს საკუთარი ქმედებები და წინააღმდეგობა არ გაუწიოს წინასწარ განსაზღვრულ სანქციებს, რომლებიც შესაძლოა, შეეხოს მეორე მხარეს. თავის მხრივ, მეორე მხარეც ახდენს საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, თუ რა შემთხვევაში დაეთანხმება იგი ბრძანებებს და შედეგებს და რა შემთხვევაში იტყვის უარს ამ ურთიერთობაზე. მაშასადამე, ხდება გარკვეული ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ერთმანეთში, რომლის დროსაც თანხვედრაში მოდის ურთიერთობის წესები და მხარეები ანგარიშვალდებული ხდებიან ერთმანეთის მიმართ. დემოკრატიის პირობებში ეს პროცესი სწორედ ასე მიმდინარეობს  - მმართველები და მოქალაქეები იღებენ საერთო პასუხისმგებლობას და წინასწარგანსაზღვრული სანქციების ვალდებულებას. აღსანიშნავია, რომ ანგარიშვალდებულება მაშინ იქნება ეფექტიანი, როცა იგი მოქცეულია ინსტიტუციონალურ ჩარჩოებში - ის უნდა წარმოადგენდეს ყველასათვის გასაგებ, სტაბილურად ურთიერთდაკავშირებულ წესების წყებას. (ჯაში, ს. (2015, დეკემბერი). ანგარიშვალდებულება საჯარო სექტორში.მასალა წარმოდგენილი საჯარო ადმინისტრირების თეორიისა და პრაქტიკის ლექციაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.)

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press