ადმინისტრირება/ადმინისტრაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Administration

აღნიშნული ტერმინი რამდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება: 1. ადმინისტრირებაში იგულისხმება ინსტიტუტებისა და სახელმწიფო საქმიანობის მართვა და მენეჯმენტი. ძველ რომში administrare ნიშნავდა „დახმარების გაცემას“, ასევე რაიმეს „მართვას“, მაგალითად, არმიის ან თავად სახელმწიფოს მართვა; 2. ადმინისტრაცია გამოიყენება როგორც საჯარო სამოხელეო აპარატის აღმნიშვნელი კრებითი ტერმინი; 3. ადმინისტრირებაში, ასევე ვგულისხმობთ საჯარო პოლიტიკის განხორციელებას და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას და საკანონმდებლო ინიციატივების რეალიზაციას; 4. ტერმინი ადმინისტრაცია, ასევე გამოიყენება კონკრეტული სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენელების ან თანამდებობის პირების მმართველობის პერიოდის აღსანიშნავად, მაგალითად, პრეზიდენტის, გუბერნატორისა და მერის მმართველობის პერიოდის აღსაწერად. აქედან გამომდინარე, მაგალითად, „რეიგანის ადმინიტრაციაში“ იგულისხმება ის წლები (1981-1989), როცა რონალდ რეიგანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო; 5. ადმინისტრირებაში მოვიაზრებთ ნებისმიერი საქმიანობის მართვასთან დაკავშირებული აქტივობების ერთობლიობას. მაგალითად, გარდაცვლილი პიროვნების საკუთრების განკარგვა, გადასახადების გადახდა და აქტივების გადაცემა გარდაცვლილის მემკვიდრეებისათვის.

შეადარეთ: Public Administration საჯარო ადმინისტრირება

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: