დასწავლის ან განპირობების პროცესის საწყისი ეტაპი, როდესაც პირველად ვლინდება ახალი პასუხი და ხდება მისი თანდათანობითი გაძლიერება. ამ ეტაპზე კონკრეტული სტიმული უკვე დაკავშირებულია კონკრეტულ პასუხთან (ქცევასთან), ორგანიზმმა (ადამიანმა, ცხოველმა და ა.შ.) „შეიძინა“ ახალი პასუხი (ქცევა). შემდგომში ხდება აღნიშნული პასუხის გაძლიერება ანუ განმტკიცება.
მაგალითად, თუ თქვენ ცდილობთ დაასწავლოთ ვირთაგვას ზარის ხმაზე ბერკეტზე თათის დაჭერას განპირობების მექანიზმის გამოყენებით, პასუხი შეძენილად ჩაითვლება, თუ თათის ბერკეტზე დაჭერა მხოლოდ ზარის ხმაზე გამოვლინდება. ამის შემდეგ თქვენ განაგრძობთ ზარის ხმაზე ბერკეტზე დაჭერის განმტკიცებას დაჯილდოვების გზით, რათა პასუხის გაძლიერება ანუ დასწავლა მოხდეს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, გვ. 230
Acquisition: http://psychology.about.com/od/behavioralpsychology/a/classcondbasics.htm 31.0514