ამ მეთოდს მიმართავენ მაშინ, როცა შერჩევის განაწილება ასიმეტრიულია. ქულების მაგივრად განიხილავენ ქულების ლოგარითმებს log (log transformation). თუ მონაცემებში შერეულია ნულები ან უარყოფითი რიცხვები (ასეთ რიცხვებზე ლოგარითმი არაა განსაზღვრული), ყველა მონაცემს წინასწარ უმატებენ ისეთ რიცხვს, რომ ყველა ქულა გახდეს დადებითი. ლოგარითმული გარდაქმნის გამოიყენება რეგრესიულ ანალიზში, თუ კავშირი არ არის წრფივი და ექსპონენტის სახისაა. თუ შერჩევა შედგება სიდიდით დიდი მონაცემებისგან, მიმართავენ კვადრატული ფესვით გარდაქმნას (square root transformation) ან მონაცემთა შებრუნებას 1/ (reciprocal transformation). ყველა ასეთი გარდაქმნა ცვლის შერჩევის განაწილების.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა