სტრატიფიცირებული შერჩევა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Stratified Sampling

შერჩევის მეთოდი, როცა პოპულაციის წევრები ერთიანდებიან ჰომოგენურ (ერთგვაროვან) ქვეჯგუფებში, რომელთაც სტრატები ეწოდებათ და ამის შემდეგ თითოეული სტრატიდან შემთხვევით აირჩევიან იმ პროპორციით, რა პროპორციიდაც ეს სტრატა პოპულაციაში გვხდება. ერთგაროვნების თვალსაზრისით, ქვეჯგუფები შეიძლება გამოიყოს ქალაქის უბნების, პროფესიის, სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, ტემპერამენტის ტიპის მიხედვით და ა.შ.  

მაგალითი: საჭიროა საქართველოს მასშტაბით შეირჩეს 1000 რესპოდენტი გარკვეული კვლევის ჩასატარებლად. ვთქვათ, ქვეყანა დაიყო ორ სტრატად, ერთია აღმოსავლეთ საქართველო, მეორე დასავლეთ საქართველო. დავუშვათ აღმოსავლეთში ცხოვრობს მოსახლეობის 45% დასავლეთში კი 55%. მაშინ 1000 რესპოდენტიდან 45% ანუ 450 შემთხვევით უნდა შეირჩეს აღმოსავლეთიდან, ხოლო 55% ანუ 550 დასავლეთიდან.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: