გაუცხოება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Alienation

გაუცხოების ცნებაში ჰეგელი ადამიანების ბუნებისგან გაუცხოებას გულისხმობდა. მარქსი თავის ადრეულ ნაშრომებში ამ ტერმინით აღწერდა ადამიანის გაუცხოებას მის მიერვე შექმნილი შრომის პროდუქტებისგან, შრომის პროცესისგან, საზოგადოებისა და საკუთარი თავისგანაც კი. მარქსისტული თეორიის მიხედვით, ქალები, მამაკაცების მსგავსად, განიცდიან გაუცხოებას, როგორც ანაზღაურებადი მშრომელები. ფემინისტების დიდი ნაწილი უარყოფს ქალების გაუცხოების მარქსისტულ ახსნას და ამბობს, რომ ქალების გაუცხოებას სხვა ფორმებიც აქვს: მაგალითად, გაუცხოება კულტურის შექმნისაგან; ამასთან დაკავშირებული გაუცხოება საკუთარი თავისაგან, რადგან საკუთარი თავის, საკუთარი გამოცდილებისა და სოციალურ წესრიგში საკუთარი ადგილისგასააზრებლად ხელმისაწვდომი რესურსები (ცნებები, ხატები) სხვების შექმნილია, გარედანაა თავს მოხვეული; გაუცხოება საკუთარი გენდერული თუ სექსუალური იდენტობისგან, რადგან ის დევიანტურად, ანომალიურად, „სხვად“ მოიაზრება დომინანტურ დისკურსში.

ქალების გაუცხოების ნათელი მაგალითია მათი დამოკიდებულება საკუთარ სექსუალობასთან, გარეგნობასთან, ფეხმძიმობის გამოცდილებასთან და ა. შ. მაგალითად, ხშირად ქალების თვითშეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოსწონს მამაკაცს მათში. ეს იწვევს ქალების გაუცხოებას არა მარტო საკუთარ თავთან, არამედ ხელს უშლის ქალებს შორის გულწრფელი მეგობრობის ჩამოყალიბებას, რადგან ისინი პოტენციურ კონკურენტებად აღიქვამენ ერთმანეთს. სხვა მაგალითია ქალის გაუცხოება თავის ფეხმძიმე სხეულთან სხვადასხვა კულტურული ფაქტორის გამო: ფეხმძიმობის მზარდი მედიკალიზაციის შედეგად ორსული ქალის თავის სხეულთან მიმართებაში სულ უფრო მეტად იჭრება სამედიცინო პერსონალი და ინსტიტუტები; მუცლადმყოფ ნაყოფზე, როგორც დამოუკიდებელ ადამიანზე ფიქრი (რასაც აძლიერებსულტრასონოგრაფიისა და სხვა დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების განვითარება) და მის ჯანმრთელობაზე კოლექტიური ზრუნვა ასაზრდოებს ქალის სხეულის, როგორც ჭურჭლის,ინსტრუმენტის აღქმას და ზრდის ქალის გაუცხოებას საკუთარი სხეულისგან.

აგრეთვე იხილეთ: ფეხმძიმობის მედიკალიზაცია

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Gardner, C.V. (2006). Historical Dictionary of Feminist Philosophy.

კატეგორია: 
ავტორები: