ბინარული ოპოზიციები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Binary Oppositions

ბინარული ოპოზიციები (დიქოტომიები) არის კატეგორიათა წყვილები, რომლებიც ურთიერთსაპირისპირო მნიშვნელობისაა. კრიტიკოსების თანახმად, ბინარული ოპოზიციები განმსაზღვრელია დასავლური აზროვნებისა და მეცნიერების პრაქტიკისთვის, რაც იმაში გამოიხატება, რომ სინამდვილის ყველა ასპექტი  ურთიერთდაპირისპირებული, კონტრასტული კატეგორიების წყვილების მეშვეობით დაინახება და მოიაზრება. ბინარული ოპოზიციებია, მაგალითად: კარგი/ცუდი, ნათელი/ბნელი. ბინარულ ოპოზიციებს ხშირად დიქოტომიებსაც უწოდებენ და მათ წყაროდ არისტოტელესეულ ლოგიკას ასახელებენ. ეს მიდგომა იმას  ემყარება, რომ ნებისმიერი მკაფიო ცნება (A) ორ ურთიერთგამომრიცხველ და ურთიერთშემავსებელ სიმრავლედ ყოფს უნივერსუმს: ყოველი არსებული ან A არის, ან არა-A და მათ შორის არე და მათი ურთიერთგადაფარვა შეუძლებელია. შესაბამისად, ბინარული ოპოზიციებით, დიქოტომიებით, აზროვნება ბინარულ წყვილებს ერთმანეთის გამომრიცხავად წარმოადგენს და არა კონტინუუმის სხვადასხვა ბოლოდ. დასავლურ ფილოსოფიაში გავრცელებული ძირითადი დიქოტომიებია: სხეული/გონება, ობიექტური/სუბიექტური, აზროვნება/ემოცია და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ბინარული ოპოზიციები სამყაროს აღწერას ისახავს მიზნად, ფემინისტთა დიდ ნაწილს მათ ნეიტრალურობაში ეჭვი შეაქვს. ფემინისტი თეორეტიკოსები ამტკიცებენ, რომ ასეთი ბინარული წყვილები (ქალი/კაცი, ჰომოსექსუალი/ჰეტეროსექსუალი, პირადი/საჯარო) შეფასებითი ხასიათისაა და უპირატესობას წყვილის ერთ მხარეს ანიჭებს. გარდა ამისა, სამყაროს კონტრასტულ წყვილებად წარმოდგენა ადეკვატურად ვერ აღწერს მასში არსებულ მრავალფეროვნებასა და განსხვავებებს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Lorraine Code, Encyclopedia of Feminist Theories, Routlege, 2000.

კატეგორია: 
ავტორები: