გენეალოგია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Genealogy

გენეალოგია არის აზროვნების სისტემების (იდეოლოგიების, ფილოსოფიურ და სოციალურ შეხედულებათა) ისტორიული კვლევა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მათი წარმოშობის შესახებ გაბატონებულ თეორიებს. გენეალოგია აჩვენებს, როგორ წარმოიშობა ასეთი სისტემები ისტორიული შემთხვევითობების შედეგად (ნაცვლად რამე ტიპის რაციონალური აუცილებლობისა) და იკვლევს მათი შესაძლებლობის პირობებს. ამ სიტყვის ამ აზრით გამოყენება დაამკვიდრა მიშელ ფუკომ, რომელიც ამ ტერმინით გამოეხმაურა ნიცშეს იდეებს „მორალის გენეალოგიის“ შესახებ.

გენეალოგიურ მიდგომაზე გადასვლამდე ფუკომ განავითარა „არქეოლოგიური“ მეთოდი (ამ სახელით ეს მეთოდი პირველად წარმოადგინა წიგნში „სიტყვები და საგნები“ (1968), მისი პრინციპები ჩამოაყალიბა მეთოდოლოგიურ ტრაქტატში „ცოდნის არქეოლოგია“ (1971)). არქეოლოგიური მეთოდის მთავარი წანამძღვარია, რომ  აზროვნებისა და ცოდნის სისტემები (დისკურსული ფორმაციები, ეპისტემეები) იმართება წესებით, რომლებიც ინდივიდუალურ ცნობიერებაზე უფრო ღრმა დონეზე მოქმედებს და განსაზღვრავს კონცეპტუალური შესაძლებლობების ველს, რომლის ფარგლებშიც მოძრაობს ინდივიდუალური აზროვნება მოცემულ პერიოდში თუ სფეროში (გატინგი, 2014). ამით არქეოლოგია ადამიანურ სუბიექტს აცილებს იმ ცენტრალურ როლს, რომელსაც მას ჰუმანიზმი ანიჭებდა დასავლურ კულტურაში. არქეოლოგიის საქმე შეზღუდულია სხვადასხვა დისკურსული ფორმაციის ერთმანეთთან შედარებით. ასეთ შედარება აჩვენებს აზროვნების კონკრეტული წესის შემთხვევითობას. მაგრამ არქეოლოგიას არ აქვს პასუხი კითხვაზე იმის შესახებ, როგორ ხდება ერთი სისტემიდან მეორე სისტემაზე გადასვლა. ამიტომ ფუკომ შემოიტანა „გენეალოგიური“ მეთოდი (პირველად გამოიყენა წიგნში „დისციპლინა და დასჯა“, 1975), რომელიც არქეოლოგიას კი არ ანაცვლებს, არამედ მასზე შორს მიდის და სისტემებში ცვლილებებს ხსნის იმით, რომ მათ სოციალური ძალაუფლების სტრუქტურების არადისკურსულ პრაქტიკებში არსებულ ცვლილებებთან აკავშირებს. ფუკოს გენეალოგია აღიარებს სტანდარტულ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ მიზეზებს, მაგრამ უარყოფს ერთიან, ტელეოლოგიურ ამხსნელ სქემებს (მაგალითად, მარქსისტულ ისტორიას). აზროვნების ახალი სისტემები განიხილება, როგორც ბევრი პატარა, ერთმანეთთან დაუკავშირებელი გამომწვევი მიზეზის შემთხვევითი პროდუქტები და არა დიდი ისტორიული გეგმის განხორციელება.

ფუკოს გენეალოგიური კვლევები ხაზს უსვამს ცოდნისა და ძალაუფლების განუყოფელ კავშირს. ცოდნის შემადგენელი ნაწილები ავტონომიური ინტელექტუალური სტრუქტურები არ არის. როგორც ცოდნის კომპონენტები, ისინი სოციალური კონტროლის სისტემებზეა მიბმული. ეს ძალაუფლებისა და ცოდნის განუყოფლობა მჭიდროდ უკავშირდება ფუკოს გვიანდელი პერიოდის შეხედულებას, რომ ძალაუფლება არა მხოლოდ რეპრესიულია, არამედ პროდუქტიულიც.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Gutting, Gary, "Michel Foucault", The Stanford Encyclopedia of Philosophy (Winter 2014 Edition), Edward N. Zalta (ed.), URL: http://plato.stanford.edu/archives/win2014/entries/foucault/.

კატეგორია: 
ავტორები: