სპირიტუალური ფემინიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Spiritual Feminism

სპირიტუალური ფემინიზმი ქალთა გაძლიერებისთვის აუცილებლად მიიჩნევს უფრო მეტს, ვიდრე მატერიალური უფლებებია. მას ქალთა სულიერი გაძლიერება სურს. სპირიტუალური ფემინიზმი ხშირად ეყრდნობა ისეთ რელიგიებსა თუ კულტურულ საფუძვლებს, როგორიცაა, მაგალითად, ადგილობრივ ამერიკელთა სულიერი კულტურა. გარდა ამისა, ფემინისტური მოძრაობები სხვადასხვა თანამედროვე რელიგიაშიც არსებობს, მაგალითად, ბუდიზმში, იუდაიზმში, ქრისტიანობაში და ა.შ.  მათი მიზანია ქალთა ისტორიის რეკონსტრუქცია, რელიგიური მოძღვრებების ფემინისტური ანალიზი, ქალთა როლის გაზრდა რელიგიურ რიტუალებში და კაცის ხატებით დომინირებული რელიგიების ქალთა ენითა და ხატებით შევსება.

სპირიტუალური ფემინიზმის განვითარება ბევრ წინააღმდეგობას შეიცავს. რელიგიებში კაცი უპირობოდ პრივილეგირებულია, როგორც მესია, წინასწარმეტყველი, მოწაფე, თეოლოგი, მღვდელი, ღვთის შვილი და თავად ღმერთი. რელიგიათა კრიტიკა ფემინიზმის არსებითი ნაწილია. სეკულარული ფემინიზმისთვის ემანსიპაცია იმ პატრიარქალური მითებისგან თავის დაღწევას უდრის, რომელიც კაცთა დომინაციას ნორმად წარმოაჩენს. ფემინიზმის ფორმების უმეტესობა - ლიბერალური, მარქსისტული, ეგზისტენციალისტური, ფსიქოანალიზური თუ პოსტსტრუქტურალისტური - სულიერებას მისტიკად აცხადებს. ამის მიუხედავად, ისტორიის მანძილზე მრავალ ქალს უპოვია რელიგიაში საშუალება გადარჩენისა და ოჯახური თუ სოციალური შეზღუდვებისგან გათავისუფლებისთვის. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Lorraine Code, Encyclopedia of Feminist Theories, Routledge, 2000.

Spiritual Feminism, Readerwoman Redux, retrived from: https://readerwoman.wordpress.com/spiritual-feminism/

კატეგორია: 
ავტორები: