ჩამქრალი განპირობებული რეაქციის ხელახალი გამოვლენა გარკვეული პერიოდის შემდეგ.
ქცევის ჩაქრობის შემდეგ განპირობებულმა რეაქციამ შეიძლება სუსტი ფორმით შეგვახსენოს თავი, თუ განპირობებული სტიმული მარტო აღმოცენდება. პავლოვი ამ მოვლენას განსაზღვრული დროის შემდეგ, განუპირობებელი სტიმულის ექსპოზიციის გარეშე სწავლობდა და მას სპონტანური დროებითი აღმოცენება ანუ სპონტანური აღდგენა უწოდა.
როცა საწყისი დაწყვილება აღდგენილია, ჩაქრობის შემდეგ, განპირობებული სტიმული საგრძნობლად ძლიერდება. ეს უეცარი დასწავლა დაკავშირებულია იმ მარაგთან, რომელიც პირველად დასწავლამ გამოიწვია და ამიტომ ამჯერად ნაკლები დროა საჭირო ახალი ასოციაციის ასათვისებლად. ასე რომ, ზოგიერთმა ექსპერიმენტულმა ასოციაციამ შეიძლება ჩაქრობის შემდეგაც შეახსენოს ორგანიზმს თავი. სხვა სიტყვებით, ჩაქრობამ მხოლოდ შეასუსტა დასწავლილი ასოციაციის გამოვლენა და არა საერთოდ ამოშალა მოცემული პატერნი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.