სელექციური ოპტიმიზაცია კომპენსაციით

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Selective Optimization with Compensation

წარმატებული დაბერების სტრატეგია, რომლითაც ადამიანი მაქსიმალურად ზრდის შენაძენს და ამცირებს ასაკთან დაკავშირებულ დანაკარგს.

ადამიანები სიბერეში მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთსგან ინტელექტუალური შესაძლებლობების მიხედვით. კვლევები აჩვენებს, რომ ხანდაზმულები, რომლებიც გარემოსგან ძლიერი სტიმულაციისკენ ისწრაფვიან, მეტად არიან მიდრეკილნი კოგნიტური უნარების მაღალი დონის შენარჩუნებისკენ.

ერთ-ერთ კვლევაში, რომელიც კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში ჩატარდა, 60-დან 71 წლამდე 22 ასაკოვანი პროფესორი მონაწილეობდა. ისინი ინტელექტუალური ფუნქციონირების მიხედვით შეადარეს ორ სხვა ჯგუფს: ახალგზრდა კოლეგებს (30-დან 59 წლამდე) და მათივე ასაკის ხანდაზმულთა საკონტროლო ჯგუფს. პროფესორებმა შეასრულეს მთელი რიგი განსხვავებული ტესტებისა, რომლებიც კოგნიტური ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტს შეეხებოდა. ზოგიერთ ტესტში (მაგალითად, ასოციაციური წყვილების დასწავლის ტესტში) ხანდაზმულმა პროფესორებმა ასაკთან დაკავშირებული გაუარესების ტიპური პატერნი აჩვენეს. თუმცა, სხვა ტესტები მათ ისევე შეასრულეს, როგორც მათმა ახალგაზრდა კოლეგებმა. მაგალითად, მათ ერთნაირად შეძლეს აუდიო-ჩანაწერით მიწოდებული მოთხრობების მოსმენა და მათი შინაარსის აღდგენა. ასაკოვანი ინდივიდების საკონტროლო ჯგუფმა ამ ამოცანის შესრულებისას ასაკთან დაკავშირებული „ტიპური“ გაუარესება გამოავლინა.  მკვლევრების აზრით, პროფესორების საქმიანობა, რომელიც მათგან ინტენსიურ გონებრივ აქტივობას მოითხოვს, შესაძლოა, იცავდეს მათ სიბერისთვის ტიპური ზოგიერთი დანაკარგისგან (Shimamura et al., 1995). აქედან მნიშვნელოვანი დასკვნა ისაა, რომ აუცილებელია გონების მუშაობა და ვარჯიში. როგორც ჩანს, ინტელექტუალური შესაძლებლობების დეფიციტი, რომელიც არ უკავშირდება ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფეს, უმოქმედობით შეიძლება იყოს განპირობებული და არა — დაბერებით.

წარმატებული დაბერება შეიძლება მოიაზრებდეს შენაძენებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებასა და ხანდაზმულობის თანმხლები გარდაუვალი დანაკარგების ზემოქმედების შეძლებისდაგვარად შემცირებას. წარმატებული დაბერების ეს სტრატეგია, რომელიც ფსიქოლოგებმა პოლ ბალტესსა და მარგარეტ ბალტესს ეკუთვნით და ცნობილია, როგორც სელექციური ოპტიმიზაცია კომპენსაციით „სელექციური“ ნიშნავს, რომ ადამიანები თავად ამცირებენ დასახული მიზნების რაოდენობასა და დიაპაზონს. „ოპტიმიზაცია“ გულისხმობს ადამიანების მიერ საკუთარი უნარების გავარჯიშებასა და დახვეწას მათთვის პრიორიტეტულ სფეროებში. კომპენსაცია კი ნიშნავს ინდივიდთა მხრიდან დანაკარგთან გამკლავების ალტერნატული გზების გამოყენებას: მაგალითად, ისეთი გარემოს შერჩევა, სადაც ხანდაზმულებს გულისხმიერად ექცევიან.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Shimmanura, A. P., Berry, J. M., Mangels, J. A., Rusting, C. L., & Jurica, P. J. (1995). Memory and cognitive abilities in university professors: evidence for successful aging. Psychological Science, 6, 271-277.

კატეგორია: 
ავტორები: