მეტაანალიზი [ფსიქოლოგია]

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Meta-analysis

არის ჰიპოთეზების შესამოწმებელი სტატისტიკური მეთოდი, სტატისტიკური პროცედურების გამოყენება მრავალი, ურთერთდაკავშირებული კვლევების სტატისტიკური ანალიზის შედეგების შესაჯამებლად, რომელიც ზოგადი დასკვნების გაკეთებას ისახავს მიზნად.

მეტაანალიზი ფუნდამენტური მეცნიერული აქტივობაა, რომელსაც ფართოდ იყენებენ ყველა ემპირიულ მეცნიერებაში. ვინაიდან შედეგების გამეორება ანუ რეპლიკაცია მეცნიერული პროცესის აუცილებელი და მნიშვნელოვანი მდგენელია, კვლევის სინთეზის გარკვეული ფორმით განხორციელებაც არსებით მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან ასე განისაზღვრება, ხდება თუ არა სხვადასხვა კვლევაში შედეგების რეპლიკაცია. სწორედ ამ გამეორებული შედეგების შეჯამებით იქმნება ახალი ცოდნა და ივსება არსებული თეორიები.

მეტაანალიზში, ძირითადად, ორი ტიპის პროცედურები გამოიყენება, ესენია: სტატისტიკური მნიშვნელოვნების კომბინირებული ტესტები და ეფექტის ზომის ანალიზი. სტატისტიკური მნიშვნელოვნების კომბინირებული ტესტებით ჯამდება კონკრეტულ კვლევებშ მიღებული ზუსტი მნიშვნელოვნების დონეები (p-ის მნიშვნელობები). ეს მეთოდი ეფექტურია, როცა მეცნიერებს სურთ განსაზღვრონ, ნებისმიერი მსგავსი კვლევა მოგვცემს თუ არა სტატისტიკურად მნიშვნელოვან შედეგს.

მეტაანალიზს იმით განასხვავებენ მეორადი ანალიზისგან, რომ ინფორმაცია, რომელსაც მეტანალიზის დროს იყენებენ, ორიგინალური კვლევის მონაცემთა სტატისტიკური ანალიზიდან არის აღებული და არა — უშუალოდ ნედლი მონაცემებიდან. სხვა სიტყვებით, მეორადი ანალიზი რამდენიმე კვლევაში შეგროვილი ნედლი მონაცემების გაანალიზებას გულისხმობს, მეტაანალიზი კი — ცალკეულ კვლევებში მიღებული და დამუშავებული მონაცემების შეჯამებას, სინთეზირებასა და საერთო დასკვნების გამოტანას, მაგრამ ბევრს ვერაფერს გვეუბნება ისეთი მეტად დახვეწილი საკითხების შესახებ, როგორებიცაა საშუალო ეფექტები, განზოგადებადობა ან მოდერატორი ცვლადები.

მეტაანალიზის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი პროცედურები ეფექტის ზომის ანალიზს წარმოადგენენ. ამ პროცედურებში მიმართების ზომის ინდექსის მიხედვით, შედის კვლევის შედეგების შეჯამება,  როგორებიცაა საშუალო სტანდარტული სხვაობა, კორელაციის კოეფიციენტი, რეაქციების თანაფარდობა ან შანსების ფარდობა. ამ პროცედურების გამოყენების მთავარი მიზანია, რომ ყველა კვლევის შედეგი ურთიერთშედარებადი იყოს. ეფექტის ზომის კონკრეტული ინდექსის არჩევა მეტაანალიზში ექსპერიმენტულ სქემასა და შედეგის საზომზეა დამოკიდებული.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. V.

კატეგორია: 
ავტორები: