გამოიყენება ორი დამოკიდებული შერჩევის (წყვილების) შესადარებლად. ყველაზე ხშირად დამოკიდებული შერჩევები მიიღება ერთსა და იმავე ობიექტების გაზომვისას დროის სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა პირობის დროს (ფაქტორის მოქმედებამდე და ფაქტორის მოქმედების შემდეგ), ერთსა და იმავე პირების სხვადასხვა მახასიათებლის გაზომვისას.
მაგალითი: ჰიპოთეზის თანახმად, მუსიკის ტემპი გავლენას ახდენს ქცევის სისწრაფეზე. ჩატარდა შემდეგი კვლევა: ორი დღის განმავლობაში კაფეში აკვირდებოდნენ ერთსა და იმავე 10 კლიენტის სადილობას მუსიკის ფონის ორი განსხვავებული პირობის შემთხვევაში: პირველ დღეს ნელი მუსიკის დროს და მეორე დღეს სწრაფი მუსიკის დროს. ჩაიწერეს თითოეული ცდის პირის მიერ მუსიკის თითოეულ პირობაში წუთში მიღებული ლუკმების რაოდენობა და მიიღეს შემდეგი მონაცემები:
მუსიკის ტემპი
სწრაფი 253 5143324 3
ნელი 89644283364
სხვაობა -6-4-3 1 -32 -5 0 -1-2-1
სხვაობის აბს. მნიშ. 643 1 3250 1 2 1
რანგი 10- 8- 6.5- 2+ 6.5- 4.5+ 9- 2- 4.5- 2
სადაც ინდექსი ”+” და ”-” შეესაბამება სხვაობის (d) ნიშანს. ახდენს თუ არა გავლენას მუსიკის ტემპი მიღებული ლუკმების განაწილებაზე? კრიტერიუმის სტატისტიკა T=min () =min (6.5, 48.5)=6.5. კრიტიკული მნიშვნელობა, როცა =0.05 (იხ. ცხრილი T-ს კრიტიკული მნიშვნელობები უილკოქსონის კრიტერიუმში) T (ნულისგან განსხვავებული სხვაობების რაოდენობა) = ნულოვან ჰიპოთეზას უარყოფენ, თუ სტატისტიკის გამოთვლილი მნიშვნელობა ნაკლებია კრიტიკულ მნიშვნელობაზე. ამ შერჩევაზე დაყრდნობით გადავწყვეტთ, რომ მუსიკა ახდენს გავლენას (6.5 <8).
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა