ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შერჩევის ერთგვაროვნობის შემოწმება ეყრდნობა ამ შერჩევების ემპირიული განაწილების ფუნქციებს შორის მაქსიმალურ გადახრას. n, m - შესაბამისად პირველი და მეორე შერჩევის მოცულობაა. ცნობილია ამ სტატისტიკის ზუსტი განაწილება, რომელიც გამოიყენება, როცა ორივე მოცულობა 20 - ზე ნაკლებია. პრაქტიკაში, უფრო ხშირად, მოცულობა მეტია 20-ზე და გამოიყენება ზღვრული განაწილებები. როდესაც საკმაოდ დიდია, სიდიდის განაწილების ფუნქცია ახლოს არის კოლმოგოროვის განაწილებასთან. კოლმოგოროვის განაწილების ფუნქცია არ არის დამოკიდებული შესადარებელი განაწილებების სახეზე და მისი მნიშვნელობები ტაბულირებულია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა