იერკს-დოდსონის კანონი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Yerkes-Dodson Law

არსებობს კორელაცია ამოცანის შესრულებასა და აგზნების ოპტიმალურ დონეს.

იერკს-დოდსონის კანონში ფორმულირებული მიმართება გადმობრუნებული ლათინური U-ის ფორმის ფუნქციას წარმოადგენს (იხ. სურათი). ეს მრუდი გვიჩვენებს, რომ ძალიან სუსტმა ან ძალიან ძლიერმა აგზნებამ შეიძლება დააქვეითოს მოქმედების შესრულების ხარისხი. ზედმეტად სუსტი ფიზიოლოგიური სტიმულაციის შემთხვევაში, შესაძლოა, ვერ მოახერხოთ ქცევის ეფექტურად ორგანიზება. ზედმეტად ძლიერი სტიმულაციის დროს კი, შესაძლოა, ემოციამ გადაფაროს კოგნიცია.

სურათზე ნაჩვენებია მიმართება აზნებასა და შესრულებას შორის. ასევე, განსაზღვრულია ოპტიმალური აგზნების დონის ცნება მოქმედების საუკეთესო შესრულებისათვის. ზოგიერთი დავალება უკეთ სრულდება, როდესაც აგზნების მაღალი დონე გვაქვს, ზოგიერთი კი შედარებით საშუალო დონეს საჭიროებს. ზოგიერთი ამოცანის შემთხვევაში, როდესაც აგზნება შედარებით დაბალია, დავალების შესრულება მაქსიმალურია, აგზნების დონის გასაღები ამოცანის სირთულეა. ძნელი ან რთული ამოცანების წარმატებით გადაჭრისათვის საჭირო აგზნების ოპტიმალური დონე კონტინუუმის დაბალ მხარეზე მდებარეობს. სირთულის შემცირებასა და ამოცანის გამარტივებასთან ერთად დავალების შესრულების ოპტიმალური დონე — დონე, რომელიც საჭიროა, ყველაზე ეფექტური შესრულებისათვის — მატულობს. სწორედ ამ მიმართებას ეწოდება იერკს-დოდსონის კანონი, რომლის მიხედვითაც, რთული ამოცანების შესრულების ეფექტურობა მცირდება აგზნების მატებასთან ერთად მაშინ, როცა მარტივი ამოცანების შესრულების ეფექტურობა იზრდება აგზნების მატებასთან ერთად.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: