სტანდარტიზაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Standardization

ტესტში, ინტერვიუში ან ექსპერიმენტში მონაწილისადმი მოპყრობის ან მონაცემების დაფიქსირების უნიფიცირებული პროცედურა.

მაგალითად, თვითშეფასების სკალების გამოყენებისას, ექსპერიმენტატორი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რათა დარწმუნდეს, რომ კვლევის ყველა მონაწილემ ერთნაირად (ყველამ წერილობითი ან ზეპირი) და ერთნაირი ინსტრუქცია მიიღო. თუ ეს წერილობითი ინსტრუქცია იყო, ყველამ ერთნაირად წაიკითხა და გაიგო ინსტრუქცია; ყველა ერთსა და იმავე შეკითხვაზე იძლევა პასუხს და ამას წინასწარ დადგენილ დროში აკეთებენ. სტანდარტიზაცია, ასევე, ითვალისწინებს ისეთი ინფორმაციის არსებობას, როგორიცაა, როგორ პირობებში შეიძლება და/ან არ შეიძლება ტესტირების ჩატარება; ვის უნდა და ვის არ უნდა ჩაუტარდეს ტესტირება; ტესტის შედეგების დათვლის პროცედურა და ტესტირების შედეგად მიღებული მონაცემების ინტერპრეტაციის გზები.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Newman, W. L. (2011). Social Research Methods: Qualitative and Quantitative Approaches, 7th ed. Allyn & Bacon.

კატეგორია: 
ავტორები: