გენეტიკა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Genetics

(ბერძნ. genesis – ვინმესგან წარმოშობა, წარმოქმნა) მეცნიერება ცოცხალი ორგანიზმის მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის შესახებ. ის თანამდროვე ბიოლოგიის საფუძველია და მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ისეთ მოსაზღვრე სფეროებთან როგორებიცაა: მედიცინა, აგრიკულტურა და ბიოტექნოლოგია.

ვიწრო მნიშვნელობით, მას გენების შემსწავლელ მეცნიერებასაც უწოდებენ. იგი იკვლევს გენებს მათი მოქმედების ყველა დონეზე, მათ შორის, როგორ ფუნქციონირებს გენი უჯრედში და როგორ ხდება მისი გადაცემა შთამომავლობიდან შთამომავლობამდე. 

გენეტიკის, როგორც მეცნიერების, ჩამოყალიბება დაკავშირებულია მე-19 საუკუნის ჩეხი მეცნიერის გრეგორ მენდელის შრომებთან. მისი კვლევის ობიექტი იყო მცენარე ბარდა. იგი იყენებდა ჰიბრიდოლოგიურ მეთოდს: ერთმანეთთან აჯვარებდა განსაზღვრული ნიშან-თვისებების მშობლიურ ფორმებს, აკვირდებოდა ამ ნიშან-თვისებების გამოვლენას მომდევნო თაობების ინდივიდებში - ჰიბრიდებში - და აწარმოებდა მათ რაოდენობრივ აღწერას. მენდელი ვარაუდობდა, რომ ნიშნები შთამომავლობას მემკვიდრეობით გადაეცემოდა დისკრეტული ერთეულის სახით და სწორედ ეს ერთგულები ქმნიდნენ მემკვიდრეობითობის საფუძველს. თუმცა, იმ პერიოდში  მან არაფერი იცოდა გენების ფიზიკური და ქიმიური ბუნების შესახებ  და მისი აღმოჩენა ემყარებოდა ჰიპოთეტურ ერთეულებს, ფაქტორებს, რომელთა არსებობაც გარდაუვალი იყო მიღებული შედეგების ასახსნელად. მისი აღმოჩენები დიდი ხნის მანძილზე იგნორირებული იყო, თუმცა დღესდღეობით გენეტიკის ყველა თანამედროვე კვლევა ეფუძნება მენდელის კანონებს მემკვიდრული ნიშნების  შესახებ.

გენეტიკის დაბადების თარიღად ითვლება 1900 წელი, როდესაც მენდელის კანონები ხელახლა იქნა აღმოჩენილი ჰ. დე ფრიზის, კ. კორენსისა და ე. ჩერმაკის კვლევების საფუძველზე, ხოლო ტერმინი „გენეტიკა“ 1905 წელს შემოიტანა ინგლისელმა ბიოლოგმა უილიამ ბეტსონმა (Bateson), რომელიც გახდა მენდელის მემკვიდრეობითობის პრინციპების დამცველი.

გენეტიკა, როგორც ნებისმიერი სხვა მეცნიერება, იყოფა ფუნდამენტურ და გამოყენებით ნაწილებად.

ფუნდამენტური გენეტიკა სწავლობს მემკვიდრეობითობის და ცვალებადობის ზოგად კანონზომიერებებს ლაბორატორიული ან მოდელური ორგანიზმების გამოყენებით, ხოლო გამოყენებითი გენეტიკა შეიმუშავებს რეკომენდაციებს გენეტიკური ცოდნის გამოყენებისათვის სელექციაში, გენურ ინჟინერიასა და ბიოტექნოლოგიის სხვა განყოფილებებში, ბუნების დაცვის ხაზით. ფუნდამენტური გენეტიკა, თავის მხრივ, მოიცავს უამრავ მიმართულებებს, როგორებიცაა კლასიკური გენეტიკა, მოლეკულური გენეტიკა, ციტოგენეტიკა, მუტაგენეზის გენეტიკა, ქცევის გენეტიკა, მათემატიკური გენეტიკა და ა.შ.

გამოყენებით გენეტიკაში კვლევის ობიექტის მიხედვით გამოიყოფა: მცენარეთა, ცხოველთა, მიკოროორგანიზმთა და ადამიანის გენეტიკა. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.britannica.com/

გენეტიკის საფუძვლები: 

http://opac.sciencelib.ge/cgi-bin/koha/opac-detail.pl?biblionumber=18587&shelfbrowse_itemnumber=27344#shelfbrowser

კატეგორია: 
ავტორები: