ხდომილობის ალბათობის გამოთვლისას ხშირად საჭირო ხდება კომბინატორული ანალიზის მეთოდების გამოყენება. კომბინატორული ანალიზის ძირითადი პრინციპია - გამრავლების პრინციპი, რომლის არსიც ასეთია: თუ ასარჩევია k საგანი და არსებობს პირველი საგნის არჩევის ვარიანტი, ხოლო პირველი საგნის არჩევის შემდეგ არსებობს მეორე საგნის არჩევის ვარიანტი და ასე შემდეგ ბოლოს წინა k-1 საგნის არჩევის შემდეგ არსებობს k- ური საგნის არჩევის ვარიანტი, მაშინ არსებობს k საგნის ამ მიმდევრობით არჩევის ვარიანტი. გადანაცვლების ფორმულა მიიღება ამ პრინციპიდან. გადანაცვლება n საგნისგან შემდგარი მიმდევრობების რაოდენობაა. გადანაცვლებათა რაოდენობა ტოლია n!, სადაც n!სიმბოლოთი აღინიშნება ნამრავლი .
მაგალითი: რამდენი განსხვავებული რიგი შეიძლება შედგეს 5 ადამიანისგან? პასუხი: . 5 ადამიანი რიგში 120-ნაირად შეიძლება დადგეს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა