კონტრგანპირობება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Counterconditioning

თერაპიული ტექნიკა, რომლითაც ხდება გამომუშავებული ახალი რეაქციით არაადაპტური რეაქციით ჩანაცვლება. სხვა სიტყვებით, ეს არის იმ ქცევათა დიფერენციალური განმტკიცების პროცესი, რომლებიც არათავსებადია სამიზნე ქცევასთან. ტერმინი „არათავსევადი“ ნიშნავს იმას, რომ ქცევა, რომელსაც ვამტკიცებთ დიფერენციალურად, კონკურენციას უწევს ქცევას, რომლის შემცირებაც გვსურს. მაგალითად, ღიმილი და საუბარი კბენისა და ყვირილის არათავსებადი ქცევებია. შესაბამისად, გვსურს, რომ განვამტკიცოთ და გავზარდოთ გაღიმებისა და საუბრის გამოვლენა, რითიც შემცირდება კბენა და ყვირილი.

კონტრგანპირობება (არათავსებადი ქცევ(ებ)ის) განმტკიცებასა და (სამიზნე ქცევ(ებ)ის) ჩაქრობას აერთიანებს. კონტრგანპირობება ანუ არათავსებადი ქცევის დიფერენციალური განმტკიცება მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

  1. სამიზნე ქცევის დაკვირვება და ჩაწერა იმისათვის, რომ მოხდეს მისი ზუსტი ოპერაციონალიზაცია და წინაპირობებისა და შედეგების იდენტიფიცირება;
  2. საფუძვლის სინჯების თანმიმდევრულად აღება იმისათვის, რომ შევამოწმოთ, როდის, სად და ვისთან ვლინდება ქცევა და როგორია მისი სიხშირე;
  3. სამიზნე ქცევასთან არათავსებადი ქცევის იდენტიფიცირება და ოპერაციონალიზაცია;
  4. სტაბილური საფუძვლის მონაცემების მიღების შემდგომ არათავსებადი ქცევების სისტემატურად ძლიერი განმტკიცებისა და სამიზნე ქცევის იგნორირების დაწყება;
  5. არათავსებადი ქცევის მაღალი ხარისხით გამოვლენის გამყარება;
  6. განტკიცების განრიგის თანდათანობითი გამოხშირვა ჩაქრობისადმი მდგრადობის გასაზრდელად;
  7. გენერალიზების დაგეგმვა ადამიანებთან, ადგილებთან და დროის მონაკვეთებთან მიმართებაში. ბუნებრივი განმამტკიცებლების გამოყენება არათავსებადი ქცევის მაღალ დონეზე შესანარჩუნებლად.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

პარსონსონი, ბ. ს. (2013). ქცევის გამოყენებითი ანალიზი. საქართველოს ბავშვები. თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: