შეძლებისდაგვარად მაქსიმალურ ინფორმაციას აწვდის მას კვლევის შესახებ და მანამდე არ უშვებს, ვიდრე არ დაწრმუნდება, რომ იგი აღელვებული, დაბნეული ან დამორცხვებული არ მიდის.
ფსიქოლოგიურ კვლევაში მონაწილეობა ყოველთვის გულისხმობს მკვლევარსა და მონაწილეს შორის ინფორმაციის ორმხრივ გაცვლას. მონაწილის რეაქციებიდან და პასუხებიდან მკვლევარი ყოველთვის რაღაც ახალს იგებს შესასწავლი მოვლენის შესახებ, ხოლო მონაწილემ უნდა იცოდეს კვლევის მიზნები, ჰიპოთეზა, შესაძლო შედეგები და კვლევის მოსალოდნელი სარგებლიანობა. ამ ინფორმაციის ნაწილს მონაწილე კვლევის დაწყებამდე ეცნობა, სრულ ინფორმაციას კი კვლევის დასრულების შემდეგ იღებს კვლევის შემდგომ ინტერვიუზე. ასევე, თუ კვლევის რომელიმე ეტაპზე გარდაუვალია მონაწილის მოტყუება, კვლევის დასრულების შემდგომ ექსპერიმენტატორი დაწვრილებით უხსნის მას, რატომ და რა მიზნით გააკეთა ეს. კვლევის შემდგომ ინტერვიუზევე შეუძლია, რომ მონაწილემ უარი თქვას და გააუქმოს თავისი მონაცემები, თუ ჩათვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა კვლევის რომელიმე ეტაპზე.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.