სექსუალური ქცევის სცენარები სექსუალური რეაქციების განხორციელების სოციალურად (საზოგადოებაში) ნასწავლი პროგრამებია, რომლებშიც შედის (როგორც წესი, უთქმელი) მითითებები, თუ რა, როდის, სად და როგორ უნდა გაკეთდეს; ვისთან და რითი უნდა გაკეთდეს. ასევე, რატომ უნდა გაკეთდეს. ამ სცენარების სხვადასხვა ასპექტი ცხოვრების მანძილზე სოციალური ურთიერთქმედებების პროცესშია შეკრებილი. სექსუალური ქცევის ჩვენეულ სცენარებში რეალიზებული განწყობები და ფასეულობები სექსუალური მოტივაციის გარეგანი წყაროა: სცენარი გვთავაზობს ქცევის ტიპებს, რომელთა განხორციელება შესაძლებელია ან აუცილებელია.
სცენარი სოციალური ნორმებიდან მომდინარე მითითებების (რა არის სწორი და მიღებული), ინდივიდუალური მოლოდინებისა და წარსულში დასწავლილ ქცევათა პრიორიტეტული თანმიმდევრობის კომბინაციაა. სექსუალური ქცევის ჩვენეულ სცენართა რიცხვში შედის სცენარები არა მხოლოდ იმის შესახებ, ჩვენი აზრით, რისი გაკეთება იქნებოდა მისაღები და დროული ჩვენი მხრიდან, არამედ ისიც, თუ რას ველით ჩვენი სექსუალური პარტნიორისგან. როდესაც არ აღიარებენ სცენარების არსებობას, არ განიხილავენ ანდა არ ახდენენ მათ სინქრონიზაციას, სცენარებს შორის განსხვავებამ შეიძლება გაართულოს და პრობლემური გახადოს პარტნიორების ურთიერთშეგუება.
***
გამოყენბული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.