ახასიათებს პოპულაციის პარამეტრის წერტილოვანი შეფასების ქცევას, როდესაც შერჩევის მოცულობა ძალიან იზრდება. ეს თვისება გამოითქმის ასე: როცა შერჩევის მოცულობა ძალიან დიდია სხვაობა შეფასებასა და პარამეტრის ჭეშმარიტ მნიშვნელობას შორის დიდი ალბათობით უფრო და უფრო მცირდება.
ფორმალურად ეს ასე ჩაიწერება, θ*n არის უცნობი θ პარამეტრის ძალმოსილი შეფასება თუ ნებსმიერი მცირე ε>0 რიცხვისათვის P{|θ*n-θ|<ε}→1 როცა n→∞. მაგალითად, შერჩევითი საშუალო არის პოპულაციის საშუალოს ძალმოსილი შეფასება; შერჩევითი დისპერსია არის პოპულაციის დისპერსიის ძალმოსილი შეფასება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა