სტატისტიკური დასკვნების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არის შერჩევა მოცემული პოპულაციისათვის რეპრეზენტაციული ანუ წარმომადგენლობითი. მიღებული შერჩევის რეპრეზენტაციულობას ხელს უშლის შერჩევის შეცდომა.
- შეცდომა განპირობებულია განსხვავებით შერჩევასა და პოპულაციას შორის, რადგან შერჩევა შედგება მხოლოდ მონაწილე კონკრეტული სუბიექტებისგან.
- შეცდომა (sample error) - შეცდომა, ხდება მაშინ, როცა სტატისტიკური ანალიზი ემყარება შერჩევის საფუძველზე მიღებულ შეფასებას და წინასწარმეტყველებს პოპულაციის პარამეტრს. ასეთი შეცდომა ადვილი წარმოსადგენია.
მაგალითი N1. ყუთში 100 ბირთვია 10 სხვადასხვა ფერისა, თითოეული ფერის 10 ბირთვით. 10 ელემენტიან შერჩევაში შეიძლება ყველა მწვანე აღმოჩნდეს და აქედან გაკეთებული დასკვნა, რომ ყუთში ბირთვების უმეტესობა მწვანეა, სწორი არ იქნება.
- სისტემატური ცდომილება შერჩევის ცუდი დაგეგმვის შედეგია. განვიხილოთ პოლიტიკური აზრის გამოკითხვის შემდეგი კლასიკური მაგალითი.
მაგალითი N2. 1936 წელს აშშ-ში არჩევნებში დემოკრატი ფრანკლინ დ. რუზველტი გამოდიოდა რესპუბლიკელი ალფრედ გ. ლანდონის წინააღმდეგ. რამდენიმე მილიონი გამოკითხულის რეაქცია იყო საფუძველი იმისა, რომ გაზეთმა Literary Digest გამოაცხადა ლანდონი სარეკორდო შედეგით გაიმარჯვებსო. მოხდა საპირისპირო, რუზველტმა მოიპოვა ამერიკის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება. გამოკვლევის მცდარი შედეგი შემდგომ კვალიფიცირებული იყო, როგორც შერჩევის ჩანაცვლება (Sampling bias). საქმე ისაა, რომ გაზეთმა შერჩევა მოაწყო თავისი ხელმომწერების სიიდან და სატელეფონო წიგნებიდან. ამერიკის ისტორიის დიდი დეპრესიის სახელით ცნობილ პერიოდში ორივე ეს წყარო შეიცავდა წარმატებულ პირებს, რომელთაც მოსწონდათ რესპუბლიკელები, უკმაყოფილო უმრავლესობას არც ტელეფონი გააჩნდა და არც გაზეთზე ხელმოწერა და ცალსახად რუზველტს ამჯობინებდა.
შერჩევის ჩანაცვლების თავიდან აცილება სტატისტიკოსის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა.
ცდომილების კიდევ ერთი წყაროა გაზომვის ან გამოკითხვის ცდომილება. ამგვარი ცდომილების თავიდან აცილება საჭიროებს გამზომი ხელსაწყოების მოწესრიგებას, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა