მონაცემთა სიმრავლის სტანდარტული გადახრის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ინტერვალში მოხვედრილ მონაცემთა წილის შესახებ დასკვნის გაკეთება. თუ s შერჩევის სტანდარტული გადახრაა, მაშინ იმ ელემენტების წილი, რომლებიიც შერჩევის საშუალოდან დაცილებული არიან არაუმეტეს ks მანძილით, არის სულ ცოტა 1-1/k2 სადაც k≥1 ნებისმიერი რიცხვია.
ფორმალურად ეს ასე ჩაიწერება: დაკვირვებათა მოცემული სიმრავლისათვის სამართლიანია შემდეგი უტოლობა N{xi:|xi-x|≤ks}n≥1-1k2, სადაც ჩანაწერი N {xi:|xi-ˉx|≤ks} ნიშნავს იმ მონაცემთა რაოდენობას, რომლებიც |x1-ˉx|≤ks უტოლობას აკმაყოფილებენ.
სხვა სიტყვებით, [ˉx-ks, ˉx+ks] შუალედში მოხვედრილ მონაცემთა ფარდობითი სიხშირე (ანუ ამ შუალედში მოხვედრილ მონაცემთა რაოდენობის შეფარდება შერჩევის მოცულობასთან) არანაკლებია (1-1/k2) -ზე.
ადვილი სანახავია რომ ჩებიშევის უტოლობიდან ვღებულობთ შემდეგ უტოლობას: N{xi:|xi-ˉx|≥ks}n≤1k2
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა