ცვალებადობის საზომი, რომელიც მიიღება განაწილებაში შემავალი თითოეული ქულისა და ამ განაწილების საშუალოს შორის სხვაობის კვადრატში აყვანით, მიღებული სიდიდეების დაჯამებითა და მიღებული ჯამის გაყოფით განაწილებაში შემავალი ქულების რაოდენობაზე, . ის შეიძლება გამოთვლილი იქნეს როგორც შერჩევისთვის, ასევე პოპულაციისათვის. კვადრატულ ფესვს საშუალო კვადრატული გადახრიდან ეწოდება სტანდარტული გადახრა.
შესწორებული საშუალო კვადრატული გადახრა, ასევე ცვალებადობის საზომია, რომელიც მიიღება განაწილებაში შემავალი თითოეული ქულისა და ამ განაწილების საშუალოს შორის სხვაობის კვადრატში აყვანით, მიღებული სიდიდეების დაჯამებითა და მიღებული ჯამის გაყოფით განაწილებაში შემავალი ქულების რაოდენობის ერთით ნაკლებ რიცხვზე, .
შევნიშნოთ, რომ შესწორებული საშუალო კვადრატული გადახრა წარმოადგენს პოპულაციის დისპერსიის ჩაუნაცვლებელ და ძალმოსილ შეფასებას, ხოლო საშუალო კვადრატული გადახრა მხოლოდ ძალმოსილი შეფასებაა პოპულაციის დისპერსიისათვის.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა