სულ ან არაფრის კანონი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
All-or-none-law

სულ ან არაფრის კანონი (ალტერნატიული ტერმინი "ყველაფრის ან არაფრის კანონი") არის ფიზიოლოგიური პრინციპი, რომელიც აგზნებადი ქსოვილების სტიმულზე რეაგირებას შეეხება. ამ კანონს ემორჩილება მოქმედების პოტენციალი და მისი მიხედვით, მოცემულ პირობებში, ნერვული ან კუნთოვანი ბოჭკოს მოქმედების პოტენციალის ზომა არ არის დამოკიდებული სტიმულაციის ინტენსივობაზე, თუკი ის გარკვეულ ზღურბლს აღწევს ანუ გარკვეული ზღურბლის შემდეგ ის ერთნაირად პასუხობს ნებისმიერი ოდენობის სტიმულაციას: კუნთი ან ნერვი სრულად ან საერთოდ არ რეაგირებს სტიმულაციაზე.

თუ სტიმულაცია ქვეზღურბლოვანია, პოტენციალი საერთოდ ვერ აღმოცენდება. სულ ან არაფრის კანონის დამატებითი შედეგია ის, რომ (ა) ნერვული ბოჭკოს შემთხვევაში, ერთხელ აღმოცენებული მოქმედების პოტენციალის ზომა არ იცვლება აქსონის მთელ სიგრძეზე და (ბ) თუ მოტორული ერთეული სტიმულირდა, მაშინ მისი ყველა კუნთოვანი ბოჭკო შეიკუმშება.

სულ ან არაფრის კანონი 1871 წელს ამერიკელმა ფიზიოლოგმა ჰენრი პ. ბოუდიჩმა (Henry P. Bowditch) დაადგინა გულის კუნთის შეკუმშვის მაგალითზე. თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ ეს კანონი მხოლოდ გულის კუნთის უცნაური თავისებურების გამოხატულება იყო და სხვა უაღრესად სპეციალიზირებული და სწრაფად მორეაგირე ქსოვილები — კუნთური და ნერვული უჯრედები — განსხვავებულად რეაგირებდნენ ანუ რეაქციის ინტენსივობა სტიმულის ინტენსივობის მატებასთან ერთად იზრდებოდა. თუმცა შემდგომში დადგინდა, რომ როგორც ცალკეული კუნთური, ისე ნერვული ბოჭკოები სტიმულაციას სწორედაც რომ სულ ან არაფრის კანონის შესატყვისად პასუხობდნენ. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეაქციის ზომა უცვლელია, ვინაიდან ფუნქციონალური შესაძლებლობა ქსოვილის მდგომარეობის შესატყვისად ვარირებს და წინა რეაქციის შემდეგ საწყის მდგომარეობაში დაბრუნების პროცესში მიღებულ სტიმულზე რეაგირება სუბნორმალურია, თუმცა რეაქციის ზომა არ არის დამოკიდებული სტიმულის სიძლიერეზე.

დღეისათვის ცნობილია, რომ ფუნქციონალური რეაქცია არსებითად ერთნაირია ისეთ სპეციალიზირებულ ქსოვილებში, როგორიცაა გულის კუნთი, სხეულის კუნთი და ნერვი. ეს აფეთქების მსგავსი რეაქციაა, რომელიც თანდათან იფიტება/განილევა იმ დროის განმავლობაში, რომელიც საჭიროა ენერგიის აღსადგენად და სულ ან არაფრის კანონს ემორჩილება.

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი.

“all-or-none-law” Encyclopedia Britannica. Encyclopædia Britannica Online. Encyclopædia Britannica Inc., 2014. Web. 2 June, 2014 http://www.britannica.com/EBchecked/topic/15886/all-or-none-law

Kandel, E. R., Schwartz, J. H., & Jessell, T. M. (2000). Principles of Neural Science. 4th ed. McGraw-Hill Companies, Inc.

კატეგორია: 
ავტორები: