სიხშირეთა განაწილების გრაფიკული წარმოდგენა, რომელიც ძირითადად გამოიყენება, როცა მონაცემები არის სულ მცირე ორნიშნა რიცხვები (ორნიშნა, სამნიშნა, ოთხნიშნა და ა.შ.). მოცემული რიცხვებიდან გამოიყოფა ერთეულთა ნიშანი (ფოთლები) და დანარჩენი ნიშნების შესაბამისი რიცხვები ჩამოიწერება თითოჯერ ზრდის მიხედვით, ზევიდან ქვემოთ ვერტიკალურად (ვერტიკალური ღერო). შემდეგ, ვერტიკალური ღეროს თითოეული რიცხვის გასწვრივ, ჰორიზონტალურად მიეწერება შესაბამისი ერთეულთა ნიშნები დალაგებული ზრდის მიხედვით (ფოთლები).
მაგალითი: ვთქვათ, მონაცემებია 33,25,24,18, 15, 25, 46, 40, 18, 37, 25, 37, 29, 21, 12, 22,
მაშინ ფოთლებიან დიაგრამას ექნება შემდეგი სახე:
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა