მონაცემთა გაფანტულობის ერთ-ერთი უმარტივესი რიცხვითი მახასიათებელი, წარმოადგენს სხვაობას შერჩევის მაქსიმალურ (უდიდეს) და მინიმალურ (უმცირეს) წევრებს შორის. შერჩევის გაბნევის დიაპაზონის ნაკლი ისაა, რომ მასზე დიდ გავლენას ახდენს იშვიათი (ამოვარდნილი დაკვირვებები) და ის არ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორაა გაბნეული დანარჩენი (საშუალედო) მონაცემები. გაბნევის დიაპაზონი ფართოდ გამოიყენება ისეთი ამოცანების გადაწყვეტისას, რომლებშიც გამოთვლის სისწრაფესა და მარტივ შინაარსს გადამწყვეტი როლი ენიჭება. მაგალითად, ხარისხის კონტროლის სფეროში. თუ მზადდება რაიმე ტევადობის ჭურჭელი, მაშინ პროდუქციის ხარისხის შესაფასებლად შემთხვევით შეირჩევა გარკვეული რაოდენობის ნაწარმი და მათ შორის მაქსიმალურ ტევადობას გამოაკლდება მინიმალური ტევადობა. ცხადია, პროდუქცია მით უფრო ხარისხიანია, რაც უფრო მცირეა ეს სხვაობა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა