ასოციაციის და კონტინგენციის კოეფიციენტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Contingency and Association Coefficient

ეს ორი კოეფიციენტი ადგენს კავშირის სიმჭიდროვის ხარისხს ორ კატეგორიულ ნიშანს შორის. როცა ორი კატეგორიული ცვლადის ვარიაციებს შორის შეინიშნება გარკვეული შესაბამისობა მაშინ საუბრობენ მათ ასოციაციაზე ანუ ურთიერთკავშირზე. ამასთან აქ ორივე ცვლადს უნდა გააჩნდეს მხოლოდ ორი დონე. ამ კოეფიციენტების გამოსათვლელად აგებენ ცხრილს:

 

               პირველი ცვლადი

 

 მეორე ცვლადი

 

I დონე

IIდონე

ჯამი

I დონე

a

b

a+b

II დონე

c

d

c+d

ჯამი

a+c

b+d

a+b+c+d

ასოციაციის კოეფიციენტი შემოიღო კარლ პირსონმა. ის გამოითვლება ფორმულით

Kასოც=ad-bcad+bc

კონტინგენციის კოეფიციენტი შემოღებული იყო ინგლისელი მეცნიერების ენდი იულის და მორის კენდელის მიერ და გამოითვლება ფორმულით

Kკონტ=ad-bc(a+b)(c+d)(a+c)(b+d)

შევნიშნოთ, რომ კონტინგენციის კოეფიციენტი ყოველთვის ნაკლები გამოდის ასოციაციის კოეფიციენტზე.

ითვლება, რომ კავშირი ორ ნიშანს შორის დადგენილია თუ ასოციაციის კოეფიციენტი Kასოც >0.5 ან კონტინგენციის კოეფიციენტის Kკონტ >0.3 

მაგალითი: გვაინტერესებს არის თუ არა კავშირი ადამიანის სქესსა და მის პროფესიულ მიმართულებას შორის.

 

განათლება

სქესი

ტექნიკური

ჰუმანიტარული

მამრობითი

9

3

მდედრობითი

3

8

 

 

 

 

 

 

 

 

ასოციაციის კოეფიციენტი Kასოც =9·8-3·39·8+3·3=0.778,

კონტინგენციის კოეფიციენტი Kკონტ. =9·8-3·3(9+3)(3+8)(9+3)(3+8)=0.477.

ორივე კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობა მიუთითებს კავშირზე სქესსა და განათლების მიმართულებას შორის.

 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: