სახელდებითი მონაცემები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Nominal Data

მიიღება საგნების (ობიექტების, პირების) იმგვარი კლასიფიკაციისას, როდესაც ერთ კატეგორიაში მოთავსებული საგნები იდენტურია ან თითქმის იდენტურია გარკვეული თვისების ან ნიშნის მიხედვით. ამ კატეგორიების იდენტიფიკაციისათვის ხშირად რიცხვებს იყენებენ, მაგრამ ეს რიცხვები მხოლოდ კოდებს წარმოადგენენ. ამგვარ მონაცემებს ნომინალურ ანუ სახელდებით მონაცემებს უწოდებენ. მაგალითად, სქესი, ფერი, ავტომობილის სახელმწიფო ნომრები, ეთნიკური წარმომავლობა, პროფესია და ა.შ. სქესის შემთხვევაში, შესაძლებელია ქალები გავაერთიანოთ კატეგორიაში „1“, ხოლო კაცები კატეგორიაში „2“, ცხადია აქ „1“ და „2“ მხოლოდ კოდებია და სხვა რიცხვითი ბუნება მათ არ გააჩნიათ. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: