Data
ობიექტთა რაიმე სიმრავლის რაოდენობრივ ან თვისობრივ მახასიათებელთა დაკვირვებული მნიშვნელობების ერთობლიობა. ამ ერთობლიობის ყოველ წევრს დაკვირვება, მონაცემი ანუ მონაცემი წერტილი ეწოდება. იგი შეიძლება იყოს ფიზიკური გაზომვის შედეგი (წონა, სიმაღლე), პასუხი კითხვაზე (კი, არა) ან რაიმე ნიშნის მიხედვით კლასიფიკაციის შედეგი, მაგალითად, პროფესიის ან ეთნიკური წარმომავლობის.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა
კატეგორია: