კორელაციური ანალიზი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Analysis of Correlation

სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მეთოდი, რომლითაც იზომება ორ ან რამოდენიმე ცვლადს შორის კავშირის სიძლიერე. ეს შეიძლება იყოს ერთი შერჩევის ორ მახასიათებელს შორის კავშირი, მაგალითად, ბავშვების სიმაღლესა და წონას შორის ან ორი სხვადასხვა შერჩევის ერთ და იმავე მახასიათებელს შორის, მაგალითად ტყუპების, წყვილების შედარებისას ინტელექტის IQ-ს მიხედვით. თუ ეს კავშირი არსებობს, მაშინ დასადგენია მოსდევს თუ არა ერთი მახასიათებელის ზრდას მეორე მახასიათებელის გაზრდაც (დადებითი კორელაცია) ან ერთის ზრდას მეორეს კლება (უარყოფითი კორელაცია). სხვა სიტყვებით, კორელაციური ანალიზი გვეხმარება დავადგინოთ. შეიძლება თუ არა ვიწინასწარმეტყველოთ ერთი ცვლადის მნიშვნელობა, თუ ვიცით მეორე ცვლადის სიდიდე.   

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: