კომოდიფიკაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Commodification

კომოდიფიკაცია კაპიტალიზმის კარლ მარქსისეულ ანალიზში ერთ-ერთი არსებითი ცნებაა. კომოდიფიკაცია გაიგება როგორც პროცესი, რომლის შედეგადაც რაიმეს მიმოცვლის ღირებულება შორდება მისი მოხმარების ღირებულებას. მაგალითად, კაპიტალისტურ ეკონომიკაში შრომა ღირებული მხოლოდ იმიტომ არის, რომ მისი გაყიდვა ან გაცვლაა შესაძლებელი (მიმოცვლის ღირებულება). კომოდიფიკაციას სოციალური ურთიერთობების სხვადასხვა ფორმა საბაზრო ვაჭრობამდე დაჰყავს. შრომის შემთხვევაში, კაპიტალიზმი მის მიმოცვლის  ღირებულებას ამცირებს (დაბალი ხელფასებითა და მშრომელთა ექსპლუატაციით) და, ამავდროულად, ზრდის მოხმარების საგნების ღირებულებას.

კომოდიფიკაციის ცნება მარქსისტმა ფემინისტებმა პირველად ოჯახში შრომის „ღირებულების“ ანალიზისას გამოიყენეს ე. წ. „საოჯახო საქმის ანაზღაურების“ შესახებ დებატების პერიოდში. დღეს კომოდიფიკაცია მრავალი ფემინისტური დისკუსიის თემაა. ქალთა კომოდიფიკაციის პრობლემა წამოიჭრება ისეთი საკითხების განხილვისას, როგორიცაა, მაგალითად, კეთილდღეობის სახელმწიფოს სისტემის ნგრევა და ქალების პრივატიზებულ „მომვლელებად“ ქცევა სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის, ბავშვებზე და მოხუცებზე ზრუნვის სფეროების უგულებელყოფის შედეგად.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code L. (2000), Encyclopedia of Feminist Theories, Routlege.

კატეგორია: 
ავტორები: