ჰუმანიტარული ინტერვენცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Humanitarian Intervention

ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევების ჩამდენი სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო ორგანიზაციის (ორგანიზაციების) მიერ სამხედრო, ეკონომიკური თუ სხვა სახის ძალის გამოყენება. ინტერვენციისაგან განსხვავებით, რომელიც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია როგორც ჩაურევლობის პრინციპის დარღვევა, ჰ.ი. მართლზომიერ აქტად ითვლება, რადგან არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, ჩაიდინოს თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლით აკრძალული დანაშაული – გენოციდი, აპართეიდი, ეტნიკური წმენდა და სხვ. ჰ.ი–ს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სახე (მაგ., ნატოს მოქმედება იუგოლსავიის პროვინცია კოსოვოში 1999 წ; გაეროს მიერ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქცევა ეკონომიკურ, სავაჭრო და პოლიტიკურ ბლოკადაში – 1970–1990–იან წლებში და სხვ.). ჰ.ი–ის გამოყენება ეკრძალებათ ცალკეულ სახელმწიფოებს, რადგან ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტი, რომელიც საერთაშორისო დანაშაულის ტოლფასია და რომელსაც სამხედრო ჩარევაც კი შეიძლება მოჰყვეს, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დგინდება და მისი მოწესრიგებაც საერთაშორისო ღონისძიებებით უნდა მოხდეს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი მიკერძოებანი. ამ პრინციპის სათანადოდ დაუცველობის გამო აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ნატოს მეთაურობით კოსოვოში ჰ.ი.–ის განხორციელებამ.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: