კვლევითი მიდგომა. გამოდის რა დებულებიდან, რომ მთელი მეტია მის ნაწილთა ჯამზე, გამოსაკვლევი ობიექტის ცალკეული თვისების რედუქციას ახდენს. ჰ. ცდილობს ფენომენი დაინახოს, დააკვირდეს და ახსნას მთლიანობაში. ეს პოზიცია უპირველეს ყოვლისა, თვისებრივ სოციოლოგიურ კვლევებშია გაზიარებული, მაშინ როცა რაოდენობრივი კვლევა მოვლენებს, ფაქტებსა და ფენომენებს პარტიკულარულად და ატომალურად განიხილავს. სოციოლოგიაში ჰ. სოციოლოგიური თეორიაა, რომელიც სოციოლოგიურ ახსნებსა და სოციალური შედეგების განსაზღვრაში „სოციალური სტრუქტურის“, „სოციალური სისტემის“ პრიმატს აღიარებს. ჰ–ს სოციოლოგიაში უპირისპირდება მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმი. ჰ. სოციოლოგიაში ასევე გულისხმობს პრეტენზიას, რომლის თანახმადაც, სოციოლოგია, განსხვავებით სხვა სოციალური მეცნიერებებისაგან, სოციალური მოვლენების მთლიან სურათს იძლევა.
ჰოლიზმი
Holism
კატეგორია: