ძალა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Force

საერთაშორისო ურთიერთობებში ძალაუფლების სამხედრო კომპონენტი, რასაც ოთხი ფუნქცია აქვს: დაშინება, იძულება, თავდასხმა და პრესტიჟის დემონსტრირება. ძ., უპირველეს ყოვლისა, მისი შეძენის უნართანაა დაკავშირებული, რაც, თავის მხრივ, სამხედრო რესურსების ფლობას უკავშირდება. საერთაშორისო სისტემაში სახელმწიფოთა იერარქიზაციის უმთავრესი პრინციპი ძ–ის ფლობა და მისი გამოყენების სხვათა მიერ აღქმული უნარია. ძ–ზე დიდ გავლენას ახდენს ტექნოლოგიური განვითარების დონე, რაც სახელმწიფოს ეკონომიკურ და მისი მოსახლეობის ინტელექტუალურ განვითარებაზეცაა დამოკიდებული. ბირთვული იარაღის გავრცელების კვალდაკვალ გარკვეულწილად შეიცვალა დამოკიდებულება საერთაშორისო ურთიერთობებში ძ–ის მნიშვნელობისა და მისი გამოყენების მიმართ. ამჟამად ძ–ის გამოყენებასა და ძ–ით მუქარაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება ძ–ის გამოუყენებლად პოლიტიკური მიზნების მიღწევას. თუმცა, ამისათვის კვლავაც ძ–ის ფლობაა აუცილებელი, რადგან ძ. კვლავაც წარმატებული დიპლომატიის საწინდარია. ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სამხედრო ძლიერების კომპონენტი კვლავაც წამყვანია, რასაც თანამედროვე მსოფლიოში სამხედრო ხარჯების ზრდა, სამხედრო პოტენციალის დაგროვება და იარაღით ვაჭრობაც ადასტურებს.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: