Chicago School
ჩამოყალიბდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში. ამ სკოლამ სათავე დაუდო რამდენიმე ახალ სოციოლოგიურ მიმდინარეობას. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის სოციოლოგია და სიმბოლური ინტერაქციონიზმი. ქალაქის სოციოლოგიური კვლევები ეფუძნებოდა ქ. ჩიკაგოს სწრაფცვალებადი სოციალური ცხოვრების ემპირიულ შესწავლას, რომელიც დაუკავშირდა რ. მაკენზის, რ. არკის, ე. ბერჯესისა და სხვათა სახელებს. ამ ცვლილებების ძირითადი მიზეზი იყო ჩიკაგოს ახალმოსახლეთა დიდი ნაკადის ჩასვლა, რამაც გამოიწვია განსხვავებული ჯგუფებისა და ტერიტორიული ერთობების გაჩენა (მაგ., პრიტონების რაიონი, ებრაული გეტო, შავკანიანთა უბანი და სხვ.). რაც შეეხება სიმბოლურ ინტერაქციონიზმს, მისი მთავარი „არქიტექტორია“ ჯორჯ მიდი.
კატეგორია: