შერჩევის ტიპები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Types of Samples

მთლიანი პოპულაციიდან საკვლევი ჯგუფი ყალიბდება შერჩევის რამდნიმე ტიპის საფუძველზე: ა) შემთხვევითი შერჩევა. მიმართავენ ან შემთხვევით რიცხვებს, ან სისტემატურ შერჩევას; შემთხვევითი რიცხვები გამოიყენება ყველა ინდივიდისთვის გამოკვლევაში მონაწილეობის თანაბარი შანსის უზრუნველსაყოფად. ასეთი გამოკვლევების სისტემატური ჩატარებისას პირველ ინდივიდუუმს ჩამონათვალიდან უწესრიგოდ არჩევენ, მომდევნოებს კი - დადგენილი ინტერვალების შესაბამისად. სიიაფისა და სისწრაფის გამო გამოიყენება ბაზრისა და საზოგადოებრივი აზრის საკვლევად, მაგრამ მოულოდნელობებისგან დაზღვეული არ არის (მაგ., ვინმემ შეიძლება ნებაყოფილობით მოინდომოს გამოკვლევაში მონაწილეობა). ბ) სტრატიფიცირებული შერჩევა გულისხმობს მოსახლეობის დაყოფას სტრატებად რაიმე მახასიათებლით (ასაკი, სქესი, საცხოვრებელი, სოციალური კლასი) და ყოველი სტრატიდან შემთხვევითი შერჩევით გამოსაკითხი ჯგუფის შექმნას შერჩევის რეპრეზენტატულობის (წარმომადგენლობის) გაუმჯობესების მიზნით, რამდენადაც შერჩევის მოცულობა გენერალურ ერთობლიობაში არსებული სტრატის ზომის პროპორციული ხდება. გ) კვოტური შერჩევა მიზნობრივი შერჩევის ფორმაა. მისი ზომა შეიძლება წინასწარ იყოს განსაზღვრული. გულისხმობს სტრატებად დაყოფას რაიმე მახასიათებლით და იმ ინდივიდუუმთა რაოდენობის დათვლას, რომელთა ჩართვაცაა საჭირო ყოველი კატეგორიის გენერალური პოპულაციის სტრუქტურის ასახვისათვის ანუ პოპულაციაში არსებული რაიმე ჯგუფიდან შერჩევა ხდება კვოტებით. ახლანდელ სტადიაზე გამოკვლევების ჩატარებისას შემთხვევითობა დაშვებულია, მაგრამ თითოეული უჯრედის ზომის და დადგენისთანავე ამგვარი შერჩევა შეწყდება; შემთხვევითი შერჩევის ნაცვლად ჩამტარებლები ცდილობენ შესაბამისი კვოტების მიღწევას ყოველ უჯრედში, შემთხვევითობის არარსებობა კი ნიშნავს სწორი პროპორციის მიღწევას ყველა უჯრედში; შემთხვევითი შერჩევა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, რამდენადაც საკვლევი პოპულაციის ინდივიდებს გამოკვლევაში მონაწილეობის თანაბარი შანსები არა აქვთ, ამასთან, არსებობს სხვა ცვლადებთან აღრევის ალბათობაც. დ) კლასტერული შერჩევა ნათესაური ერთობლიობიდან (ჯგუფებიდან), კლასტერებიდან ირჩევს გამოსაკვლევ ჯგუფს და ნაკლებად მიმართვს შემთხვევით შერჩევას; უფრო სწრაფია და იაფი, მაგრამ თუ კლასტერები წარმომადგენლობითი არ არის, არსებობს ცვლადთა აღრევის საშიშროება. მაგ., ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებების თაობაზე გამოკითხვები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ტარდება, მაგრამ კლასტერული შერჩევით შექმნილი გამოსაკითხი ჯგუფი შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს წარმომადგენლობითი კონკრეტულ რეგიონში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო.

კატეგორია: 
ავტორები: