Limited Nuclear War
ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, რომელიც არ გულისხმობს გლობალური ომის წარმოებას. შ.ბ.ო-ის დაწყება შეიძლება იყოს იმ სახელმწიფოთა იდეა, რომლებიც მოწინააღმდეგეს, ჩვეულებრივ, შეიარაღებით ჩამორჩებიან. შ.ბ.ო-ის იდეა ცივი ომის პერიოდში ჩაისახა. ცივი ომის დასრულების შემდეგ შ.ბ.ო. შეიძლება ორ ვითარებაში დაიწყოს: 1) ბირთვული დიდი სახელმწიფოს მიერ რომელიმე ურჩი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების; ან 2) ორ რეგიონულ სახელმწიფოს (მაგ., ინდოეთსა და პაკისტანს) შორის ბირთვული დარტყმის გაცვლის შემთხვევაში.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: