Marriage
სოციალური ინსტიტუტი, სოციალური ნორმების ერთობლიობა. ისტორიულად ქ. სანქციას აძლევს საპირისპირო სქესის ორი ან მეტი პარტნიორის ურთიერთობას, მათს ურთიერთმოვალეობებსა და უფლებებს, რაც არსებითია ოჯახის ფუნქციონირებისათვის. ქ. თითოეულ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობითა და დამკვიდრებული ტრადიციით, ადათ–წესებით ნებადართული ნებაყოფლობითი კავშირია საზოგადოების წევრებს შორის, რაც თითოეულ მათგანის გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს აღიარებს. ქ–ის გაბატონებული ფორმაა მეუღლეობა საპირისპირო სქესის ორ პირს შორის, თუმცა ზოგიერთ საზოგადოებაში ნებადართულია მრავალცოლიანობა და მრავალქმრიანობა (იხ. პოლიგამია, პოლიგინია, პოლიანდრია) და აგრეთვე ქორწინება ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის (იხ. ოჯახის სოციოლოგია).
კატეგორია: