Charisma
თეოლოგიური თვალსაზრისით, განსაკუთრებული სულიერი თვისება, რომელიც ღვთიურია, ღვთისგან ბოძებულია. სოციოლოგიაში ქ. გააანალიზა მაქს ვებერმა ბატონობის ლეგიტიმური ტიპების შესახებ კონცეფციაში, როდესაც ქ. გამოცხადდა საზოგადოებაში ძალაუფლების ერთ–ერთ წყაროდ. ქ–ული ბატონობა დაფუძნებულია ბელადის განსაკუთრებულ თვისებებზე, რომლებიც მას არამიწიერ მიმზიდველობას ანიჭებს. ბელადს მიეწერება „დიადი მისიის“ შესრულება. მის მიმართ მასის დამოკიდებულება ემოციურ–მისტიკური ხასიათისაა, რაც გულისხმობს მასის, ადამიანის მიერ საკუთარი თავის სრულ მიძღვნას, ბელადის მიმართ პიეტეტს და ბრმა რწმენას. თავად ბელადი დგას სამართლებრივი და ინსტიტუციური წესრიგის გარეთ.
კატეგორია: