City, Town
საზოგადოების არსებობის ისტორიულად კონკრეტული სოციალურ–სივრცობრივი ფორმა, რომელიც აღმოცენდა შრომის დანაწილების, კერძოდ, სოფლის მეურნეობისაგან ხელოსნობის გამოყოფისა და საქონელგაცვლის განსაკუთრებული საზოგადოებრივი ჯგუფის ხელში თავმოყრის შედეგად. ქ–ისთვის დამახასიათებელია ადამიანთა დიდი რიცხვის თავმოყრა და მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე, ადამიანთა მოღვაწეობის მრვალაგვარობისა და ინტეგრაციის მაღალი ხარისხი. მასში თავმოყრილია მრეწველობა, მეცნიერება, ხელოვნება, ინფორმაცია ქ. წამყვან როლს თამაშობს საზოგადოებრივ პროგრესში. ქ–ის მოსახლეობისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური ცხოვრების წესი. სწრაფი ურბანიზაციის პროცესში სულ უფრო იზრდება ქ–ის მოსახლეობის რიცხვი.
კატეგორია: