Fetish
1. პირველყოფილ კულტურაში საგანი, რომელიც სულის განხორციელებად მიიჩნევა. ასეთი საგნები, ჩვეულებრივ, რელიგიური და მაგიური რიტუალების აუცილებელი ატრიბუტია; ხშირად მაგიასთან ერთად მოიხსენიება. 2. უფრო ფართო გაგებით (ძირითადად, ფსიქოლოგიაში, ფსიქოანალიზში), არაეროტული ობიექტისადმი (მაგალითად, ტანსაცმლის) აკვიატებული ერთგულება ან ინტერესი. არსებობს ე. წ. სასაქონლო ფეტიშიზმი (მარქსიზმში), რაც გულისხმობს კაპიტალიზმში ადამიანის შრომით შექმნილი მატერიალური ობიექტების შემოსვას „ბუნებრიობით“, რაც სინამდვილეში სოციალური პროცესების შედეგია. მარქსი მიიჩნევდა, რომ პოლიტიკური ეკონომიის დიდი ნაწილი დამნაშავეა ეკონომიკის ფეტიშიზაციაში და ას ფარავს ფუნდამენტურ – ეკონომიკურ და სოციალურ – მიმართებებს.
კატეგორია: