ფენომენოლოგიური სოციოლოგია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Phenomenological Sociology

თეორიულ–მეთოდოლოგიური მიმართულება თანამედროვე სოციოლოგიაში, რომელიც საზოგადოებას განიხილავს როგორც მოვლენას, შექმნილს და მუდმივად აღწარმოებადს ინდივიდების სულიერი უერთიერთქმედების პროცესში. ფ.ს–ის საფუძველი გახდა ე. ჰუსერლის, მ. შელერის, მ. მერლონონტის იდეები. ფ.ს–ის ფუძემდებელია ა. შუტცი, რომლის ნაშრომებიც გავრცელდა XX ს–ის 60–70–იან წლებში და ფ.ს–ის კონცეფციათა სიმრავლის ამოსავალი პუნქტი გახდა. მის ახალ განვითარებას (ე. ტირიაკინის სტრუქტურული სოციოლოგია, ა. ბერგერისა და თ. ლუკმანის ცოდნის სოციოლოგია, ეთნომეთოდოლოგია და სხვ.) მივყავართ ფ.ს–ის ძირითადი პრინციპების გადახედვისაკენ. ფ.ს–ის მომხრეები, ადანაშაულებენ რა ნატურალიზმს და პოზიტივიზმს სოციალური მოვლენების გაუცხოებაში, ობიექტივირებასა და რეიფიცირებაში, ცდილობენ თეორიულად გაიაზრონ სოციალური სამყარო მის ადამიანურ, სულიერ ყოფიერებაში. ფ.ს–ის მთავარი საგანია ფაქტებისა და მოვლენების უნივერსალური სტრუქტურები, რომლებიც აღმოცენდება სოციალური ურთიერთმოქმედების მსვლელობაში, აგრეთვე სოციალურ–კულტურული სამყაროს სუბიექტურად მნიშვნელადი ნიმუშების ინტერპრეტაციის პროცესში. ამასთან, სოციალური რეალობა განიხილება, როგორც ინტერპრეტაციული მოღვაწეობის პროდუქტი, ე.ი. ფაქტობრივად ხორციელდება საზოგადოების, როგორც ასეთის, გაიგივება მის შესახებ ადამიანთა წარმოდგენების ერთობლიობასთან. იგი წარმოადგენს ცალმხრივ, სუბიექტურ პოზიციას, რომელიც უგულვებელყოფს საზოგადოების ფუნქციონირებისა და განვითარების ბუნებრივ ობიექტურ მახასიათებლებს. ფ.ს–ის ძირითადი ცნებებია სიცოცხლის, სამყაროს მნიშვნელობა და სასრული ჰორიზონტი, ინტერსუბიექტურობა, პერსპექტივათა ურთიერთჩანაცვლება, კოგნიტური სტილი და სხვ. ფ.ს–ის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი 60–იანი წლებიდან გახდა მისი ძირითადი წარმომადგენლების (ა. სიკურელი, ა. ბლაუ და სხვ.) ინტერესის გადატანა ეთნოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, ლინგვისტიკაში. ფ.ს. დღესაც დიდ გავლენას ახდენს სხვადასხვა სოციოლოგიურ მიმართულებებზე, როგორიცაა ეგზისტენციალური სოციოლოგია, ყოველდღიურობის სოციოლოგია, სიმბოლური ინტერაქციონიზმი და სხვ.

კატეგორია: 
ავტორები: